ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ყველა მანქანა უზრუნველყოფილი იქნება დღეში 4 უფასო 15 წუთიანი პარკირებით“- კახა კალაძე

„ყველა მანქანა უზრუნველყოფილი იქნება დღეში 4 უფასო 15 წუთიანი პარკირებით“- კახა კალაძე

შესაძლებლობა იქნება დღეში 4-ჯერ გამოიყენოს ადამიანმა ეს დრო“, – აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, „საათობრივი პარკირების გადახდა შესაძლებელი იქნება, როგორც მობილური აპლიკაციით, ასევე, ქუჩაში დამონტაჟებული აპარატების მეშვეობით“.

„ზონალური პარკირებიდან შემოსული თანხები მთლიანად აკუმულირებული იქნება სატრანსპორტო კომპანიაში და მოხმარდება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი, თავდაპირველად რამდენიმე ქუჩაზე, 1-ელი ივლისიდან დაწესდება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საპილოტე პროექტი თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე დაინერგება.

პარკირების საათობრივი საფასური არ შეეხება საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებებს. გადასახადი ასევე არ შეეხება ელექტროძრავიან ავტომობილებს და შშმ პირების მანქანებს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ქმარი(ვაშაძე) რუსულ ოკუპაციას ებრძვის და ცოლი(ანანიაშვილი) ამ დროს კრემლშია

Share

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com