ახალი ამბები
Home / Uncategorized / ყველაზე ბევრი ემიგრანტი ცხოვრობს რუსეთის ფედერაცია -ში (21% 2) , საბერძნეთში – (15,9%) 3, თურქეთში – (11,2% 4), იტალიაში – (10,9%)

ყველაზე ბევრი ემიგრანტი ცხოვრობს რუსეთის ფედერაცია -ში (21% 2) , საბერძნეთში – (15,9%) 3, თურქეთში – (11,2% 4), იტალიაში – (10,9%)

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, ემიგრანტთა რაოდენობამ 88,5 ათასი კაცი შეადგინა, მათ შორის 45,4 პროცენტი მამაკაცია, ხოლო 54,6 პროცენტი – ქალი.
საქსტატის მონაცემებით, ემიგრანტთა 66,1 პროცენტი საზღვარგარეთ წასვლამდე საქალაქო დასახლებებში ცხოვრობდა, ხოლო 33,9 პროცენტი – სასოფლო დასახლებებში.
ემიგრანტთა 31,6 პროცენტისათვის წინა საცხოვრებელ ადგილს ქ. თბილისი წარმოადგენდა, 22,9 პროცენტისათვის – იმერეთის, ხოლო 12,5 პროცენტისათვის – ქვემო

ქართლის რეგიონი.

ემიგრირებულთა ძირითად ნაწილს 20-54 ასაკობრივი ინტერვალის მოსახლეობა (ემიგრანტების 75,1 პროცენტი) შეადგენს. 39 წლამდე ასაკის ემიგრანტებში მამაკაცები ჭარბობენ.

როგორც აღწერის შედეგებმა აჩვენა, ემიგრანტთა ყველაზე დიდი ნაწილი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, საბერძნეთში და თურქეთში.

რუსეთის ფედერაციაში, საფრანგეთში, უკრაინაში და აზერბაიჯანში ემიგრირებულთა უმრავლესობას მამაკაცები შეადგენენ, ხოლო საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, გერმანიაში, აშშ-ში და ესპანეთში ემიგრანტი ქალები ჭარბობენ.

1. რუსეთის ფედერაცია – 21%
2. საბერძნეთი – 15,9%
3. თურქეთი – 11,2%
4. იტალია – 10,9%
5. გერმანია – 7,1%
6. აშშ – 5,7%
7. ესპანეთი – 4,1%
8. საფრანგეთი – 3,7%
9. უკრაინა – 3,7%
10. აზერბაიჯანი – 2%
` bisness media~

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ ის დეპუტატები, ვინც გირგვლიანის ოჯახის ამოწყვეტაში იყვნენ, ამ ხალხთან ერთად გაჭრა ტორტი შავგულიძემ და დალია შამპანური…“-დარეჯან მეფარიშვილი

 ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი   ყოფილ მეოცნებე შალვა შავგულიძეზე სოციაურ ქსელში წერს: „პოლიტიკაში მყოფმა იურისტმა, ადვოკატმა შალვა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com