ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ყველაფერი მარიხუანას მავნებლობის შესახებ:მარიხუანა იწვევს ფსიქოზს (განსაკუთრებულად დიდი დოზა)- ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოყვეს მარიხუანას მოხმარებას, არის ის, რომ მან შეიძლება გამოიწვიოს მოთხოვნა სხვა უფრო ძლიერ ნარკოტიკულ საშუალებებზე

ყველაფერი მარიხუანას მავნებლობის შესახებ:მარიხუანა იწვევს ფსიქოზს (განსაკუთრებულად დიდი დოზა)- ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოყვეს მარიხუანას მოხმარებას, არის ის, რომ მან შეიძლება გამოიწვიოს მოთხოვნა სხვა უფრო ძლიერ ნარკოტიკულ საშუალებებზე

„მარიხუანა და სხვა მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებები იწვევს ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას,“ – ამის შესახებ „ფორტუნას“  ნარკოლოგიური ბიუროს ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსმა გური მენაბდიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მარიხუანა არ იწვევს ფიზიკურ დამოკიდებულებას, როგორც ჰეროინი ან სხვა მძიმე ნარკოტიკული საშუალებები, თუმცა, ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას იწვევს.

მარიხუანა, როგორც სამკურნალო საშუალება

ჯანმრთელ ადამიანზე მარიხუანა დადებითად არცერთ შემთხვევაში არ მოქმედებს.

ცალსახად ამოჭრილი კონტექსტით ნუ აწვდიან მარიხუანას შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას. აქ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ, როგორც სამკურნალო საშუალება ის შესაძლოა, გამოიყენებოდეს მედიცინაში, თუმცა ეს ექიმმა უნდა განსაზღვროს.

თუ განვიხილავთ სხვა წამლებს, მაგალითად – პარაცეტამოლს, პრეპარატი, რა თქმა უნდა, მავნეა ორგანიზმისთვის, მაგრამ მაღალი ტემპერატურა უფრო საფრთხის შემცველია და ამიტომ აუცილებელია ამ პრეპარატის გამოყენება, ასევე უნდა შეფასდეს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მარიხუანას სამკურნალოდ გამოყენებისას.

კონტექსტიდან ამოვარდნილ სიტყვებს აწვდიან მოსახლეობას და ეუბნებიან, მარიხუანა კარგია, იმიტომ რომ რომელიღაც ქვეყანაში მას სამკურნალოდ გამოიყენებენ. დიახ,  გამოიყენება ზოგ შემთხვევაში სამკურნალოდ, მაგრამ პრობლემურ და არა ჯანმრთელ ადამიანებში,“ – აცხადებს გური მენაბდიშვილი.

 

რას აზიანებს მარიხუანა

****

ნარკოლოგის თქმით, მარიხუანა ჯანმრთელ ადამიანებში გარდა ფსიქოლოგიური დამოკიდებულებისა, არაერთ პრობლემას იწვევს, მოქმედებს თავის ტვინის უჯრედებზე, მეხსიერებაზე, პიროვნების ქცევის ცვლილებებზე და შესაძლებელია, მან ძლიერი კვალი დაამჩნიოს ადამიანის ფსიქიკას.

„ყველაზე მთავარი თემა არის ის, რომ მარიხუანა არის ფსიქოაქტიური ნივთიერება, იწვევს ადამიანის თრობას. შეიძლება ბევრმა თქვას, რომ თრობას ალკოჰოლიც იწვევს, რა თქმა უნდა, მე არც ალკოჰოლის პროპაგანდას არ ვეწევი და ალკოჰოლიც მავნებელია. მარიხუანა პირდაპირ მოქმედებს ადამიანის თავის ტვინის უჯრედებზე, მოქმედებს მეხსიერებაზე და შესაძლებელია, ძლიერი ზემოქმედება მოახდინოს არა მხოლოდ მეხსიერებაზე, არამედ ადამიანის ფსიქიკაზეც. ხშირად იწვევს გაღიზიანებას, აღგზნებას და სხვადასხვა ფსიქიკურ პრობლემებს.

არის მეორე საკითხიც: როდესაც აპელირებს ადამიანი, რომ მე ვიყავი მარიხუანას მომხმარებელი, ვეწეოდი, მაგრამ ჩემს შვილებს არანაირი პრობლემა არ აქვთ – ეს არ არის გამართლება. მხოლოდ ფიზიკურ ზიანზე ნუ ვისაუბრებთ, რა ფსიქიკური პრობლემები ექნება ბავშვს გარდატეხის ასაკში და ზრდასრულობის პერიოდში, ეს არავინ იცის,“ – ამბობს გური მენაბდიშვილი.

საჭიროა თუ არა დეკრიმინალიზაცია

ნარკოლოგი ამბობს, რომ დეკრიმინალიზაციის მომხრეა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესდება ისეთი შეზღუდვები, რაც მარიხუანას პროპაგანდას შეუშლის ხელს.

„ლოზუნგი, რომელიც ახლა უჭირავთ იმ ადამიანებს, ვისაც მარიხუანას დეკრიმინალიზება სურთ, არის შემდეგი: მარიხუანა არ არის მავნებელი და მისი მოხმარებისთვის არ უნდა დაიჭირო ადამიანი. მე გადავუკეთებდი მათ ლოზუნგს და ვიტყოდი: მარიხუანა ჯანმრთელობისთვის, რა თქმა უნდა, მავნებელია, მაგრამ მისი მოხმარებისთვის ადამიანები არ უნდა დავაჯარიმოთ 500 ლარის ოდენობით და განმეორებითი მოხმარებისთვის კვალიფიკაცია არ უნდა ჰქონდეთ სისხლის სამართლის დანაშაულის. თუმცა, იმისთვის, რომ ეს არ იყოს წამახალისებელი თემა მოზარდებისთვის, ჰქონდეთ მათ გარკვეულ შეზღუდვები, კერძოდ შეზღუდვები დაუწესდეთ იარაღის შეძენა-გაფორმებასა და ტარებაზე, შეზღუდვები დაუწესდეთ ავტომობილის მართვასა და სახელმწიფო სამსახურში მუშაობაზე. ამ შემთხვევაში მე ვარ დეკრიმინალიზაციის მომხრე,“ – აცხადებს გური მენაბდიშვილი.

გვანცა ბზიავა

****

მარიხუანა არღვევს კუჭის მჟავიანობას, იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას, პირის სიმშრალეს, უკონტროლო სიცილს, გულმავიწყობს.

 

აგრეთვე: მოქმედების შენელებას, მოდუნებულობას, ჰალუცინაციებს, გამოშტერებას, მისწრაფების დეფიციტს, ძლიერ გარდაქმნებს ხასიათსა და ქმედებებში.

 

მარიხუანის მომხმარებლები ხშირად ატარებენ თვალის წვეთებს, საღეჭ რეზინას, სუნამოს ან ოდეკოლონს, ცდილობენ დაფარონ ესა თუ ის ეფექტები და სპეციფიკური სუნი.

 

ქვემოთ ჩამოთვლილია ის ზოგადი სიმპტომები და უარყოფითი ეფექტები, რასაც იწვევს მარიხუანის რეგულარული მოხმარება.

ფიზიოლოგიური ეფექტები, რომელსაც ადგილი აქვს მარიხუანის მოხმარების შემდეგ:

 

image

– მარიხუანა იწვევს თვალის ლორწოვანი გარსის შესიებას, თვალის ანთებას;

 

– მარიხუანა იწვევს პულსის გახშირებას, გულისცემის გაძლიერებას;

 

– მარიხუანა იწვევს არტერიული წნევის მომატებას ან დაცემას;

 

– მარიხუანა არღვევს მოძრაობის ფუნქციებს;

 

– მარიხუანა იწვევს მოთენთილობას;

 

– მარიხუანა იწვევს ძილიანობას;

 

– მარიხუანა იწვევს ორგანიზმის ტემპერატურის ცვალებადობას;

 

– მარიხუანა იწვევს თავის ტკივილს;

 

– მარიხუანა იწვევს თავბრუსხვევას;

 

– მარიხუანა იწვევს გულისრევის პროვოცირებას;

 

– მარიხუანა იწვევს შიმშილის შეგრძნებებს;

 

ეფექტები, რომელსაც მარიხუანა იწვევს ადამიანის ქცევებში:

 

– მარიხუანა ხელს უწყობს რელაქსაციის პროცესს;

 

– მარიხუანა ანელებს ფსიქომოტორულ (მოძრაობითი) აქტიურობას;

 

– მარიხუანა აუარესებს ყურადღების კონცენტრაციას, ხელს უშლის სიტუაციის ადეკვატურად შეფასების უნარს;

 

– მარიხუანა ამცირებს ავტომობილის მართვის და ყველა იმ საქმიანობის უნარს, რომელიც საჭიროებს ყურადღებას;

 

– მარიხუანა იწვევს საუბრის აჩქარებას და შეუკავებელ ყბედობას;

 

ემოციური ეფექტები, რომელსაც იწვევს მარიხუანა:

 

– მარიუანა იწვევს ეიფორიას, კეთილდღეობის შეგრძნებას;

 

– მარიხუანა იწვევს უზრუნველ მდგომარეობას, რომელიც მონაცვლეობს მოუსვენრობასა და შინაგანი შფოთის მდგომარეობასთან;

 

ნევროფსიქოლოგიური ეფექტები, რომელსაც იწვევს მარიხუანა:

 

– მარიხუანა იწვევს მოკლევადიანი მეხსიერების, გაგების და რაიმე ამოცანის შესრულების უნარის გაუარესებას;

 

– მარიხუანა იწვევს დროის და სივრცის შეგრძნების დაკარგვას;

 

– მარიხუანა იწვევს აპათიას;

 

– მარიხუანა ამძაფრებს მხედველობით, სმენის და ყნოსვის შეგრძნებებს;

 

– მარიხუანა იწვევს მოტივაციის ნაკლებობას;

 

– მარიხუანა ამცირებს ტკივილის შეგრძნების ბარიერს;

 

– მარიხუანა იწვევს სექსუალური ემოციების ცვლილებებს;

 

– მარიხუანა იწვევს ჰალუცინაციებს;

 

– მარიხუანა იწვევს საკუთარი თავის, როგორც პიროვნების, აღქმის უნარის დაკარგვას;

 

– მარიხუანა იწვევს ფსიქოზს (განსაკუთრებულად დიდი დოზა);

 

მარიხუანას ზემოქმედება ტვინზე:

 

image

– მარიხუანა მოქმედებს აზროვნებაზე, გაგების უნარზე, აბსტრაქტულ აზროვნებაზე, სწავლის შესაძლებლობაზე;

 

– მარიხუანას, დოზისა და მისი მომხმარებლის ათვისების უნარის გათვალისწინებით შეუძლია გამოიწვიოს პანიკა, მოუსვენრობა და ტოქსიკური ფსიქოზი;

 

– მისმა ხანგძლივმა მოხმარებამ შეიძლება სტრუქტურული და ფუნქციონალური ცვლილებები გამოიწვიოს;

 

მარიხუანას ზემოქმედება ფილტვებზე.

 

მარიხუანას მოხმარება იწვევს თამბაქოს მწველთათვის დამახასიათებელ მთელ რიგ მავნე ეფექტებს:

 

– ბრონქიტი, ფარინგიტი, სინუსიტი. იგი ხელს უწყობს ზედა სასუნთქი გზებისა და არხების დაავადებებს;

 

მარიხუანას ზემოქმედება გულზე:

 

– მარიხუანა იწვევს გაძლიერებულ გულისცემას, პულსის გახშირებას და სისხლის წნევის მომატებას;

 

განსაკუთრებით მავნებელია ადამიანებისთვის, ვისაც სნეული გული აქვს.

 

მარიხუანას ზემოქმედება რეპროდუქცირების სისტემაზე (მამაკაცებში)

ზუსტი კვლევები ამ ფაქტის შესახებ არ არსებობს, თუმცა დადგენილია შემდეგი:

 

– მარიხუანა ამცირებს სისხლში ტესტოსტერონის დონეს, რომელიც მამაკაცის მთავარი ჰორმონია;

 

– მისი დაჟინებული და ძალიან ხანგძლივი მოხმარება ჰორმონალურ ფონს ცვლის იმდენად, რომ შეიძლება მოზარდებში სქესობრივი ფუნქციების დარღვევაც კი გამოიწვიოს.

 

– ძალიან მძიმე შემთხვევებში, შეინიშნება სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირება და შეზღუდვა. ასევე სპერმაში ანორმალური უჯრედების მომატება;

 

მარიხუანას ზემოქმედება რეპროდუქცირების სისტემაზე (ქალებში)

 

– მარიხუანა ცვლის ტვინის მოქმედებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ოვულიაციის დარღვევა და განაყოფიერების შესაძლებლობის შემცირება;

 

– მაიხუანამ შესალებელია ტოქსიკური ზემოქმედება მოახდინოს ორსულობის დროს ნაყოფის განვითარებაზე და ორსულობის მიმდინარეობაზე;

 

– ამ ფაქტორმა შესაძლოა ეგრედწოდებული “მარიხუანის ფეტალური შედეგი” გამოიწვიოს, რაც გამოიხატება ახალდაბადებულ ჩვილთა წონაში კლებასა და მისი განვითარების გადახრებში;

ამის მიზეზია ის, რომ მარიხუანა ძუძუთა კვების დროს დედის რძიდან გადადის ახალშობილის ორგანიზმში.

 

მარიხუანას მოქმედება მოძრაობის ფუნქციებზე:

 

– მარიხუანას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს გონებრივ და ფიზიკურ რეაქციებზე. იგი არღვევს კოორდინაციას და ზრდის რეაქციის ხანგძლივობას. ამ დროს ირღვევა ადამიანის საპასუხო რეაქცია სინათლის და ხმოვან სიგნალებზე, უარესდებ თანმიმდევრული მოქმედების და აღქმის უნარი.

ზოგ შემთხვევაში ჩნდება მოძრაობის, სიარულის, საუბრის ძლიერი მოთხოვნის სურვილი. დამახასიათებელია მშვიდ მდგომარეობაში არაბუნებრივი პოზები;

 

მარიხუანა და მისი ზემოქმედების სხვა შედეგები:

 

– ქრონიკული დაღლილობა, თავის ტკივილი, გულის რევის შეგრძნება;

 

 

მარიხუანა არ არის გამოსავალი!!!

 

მას არ მოაქვს თავისუფლება!!!

 

ის არის ეიფორია და თავის მოტყუება!!!

 

არაფერი სჯობს ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს!!!

მოამზადა ლანა გაბუნიამ

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

კახი კალაძემ თბილისის მოსახლეობას მარტის თვის ელექტროენერგიის გადასახადი დაუფარა

თბილისის მერიამ და კახი კალაძემ თბილისის მოსახლეობას მარტის თვის ელექტროენერგიის გადასახადი დაუფარა. ეს ეხება ყველა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com