ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ყარაჩოღელის“ქართული ჰანგები ირანელ სტუმრებს აწუხებთ -„ეს აღმაშენებელია თუ თურქულ- ირანული ბაზარი? “

„ყარაჩოღელის“ქართული ჰანგები ირანელ სტუმრებს აწუხებთ -„ეს აღმაშენებელია თუ თურქულ- ირანული ბაზარი? “

 რესტორან „ყარაჩოღელს“ ირანელები ავიწროებენ, ამის შესახებ სოციალურ ქსელში არაერთხელ დაიწერა.გამკითხავი კი არავინაა… მალე ეს ქათული რესტორანიც აღარ იარსებებს და აღმაშენებლის გამზირს სრულიად დაეპატრონებიან არაბები , ირანელები და თურქები. დროა, ხმა ავიმაღლოთ და დავეხმაროთ „ყარაჩოღელს“… სტუმრებს  თავისი ადგილი მივუჩინოთ, თორემ გადაგვივლიან..
თავაზოთ „ყრაჩოღელების“ მიერ სოციალურ ქსელში  გავრცელებულ პოსტს:
***
„მეგობრებო! სახლის ქვემოთ პადვალი და გარაჟი იქირავეს ირანელებმა მათ კარების წინ დადგეს ასეთი კარვები რომლებსაც ეხლა წევენ და ქოლგებად რჩება. აქ სულ გვაქვს ჩხუბი იმაზე რომ ფანჯრებიდან გამოსული ქართული ჰანგები მათ ირანელ სტუმრებს აწუხებთ და ხმას დავუწიოთ.ყოველთვის ურეკავენ ზედამხედველობის სამსახურს. ვინ ურეკავს ეს არ ფიქსირდება.
ეს რესტორანი დახურვის პირასაა. აქ ქართველი ხალხი ნაკლებად დადის ამათი დანახვა არ უნდათ. რესტორანს დღემდე ამუშავებდა ტურისტები ჩამოსულები რუსეთიდან ევროპიდან და ეხლა კი ტურისტების ნაკლებობის გამო რესტორანს დახურვა ემუქრება.
აქ ქართული სული უნდა ტრიალებდეს. ეს ხომ საქართველოა? ეს ხომ თბილისია? აქ ხომ ქართველები უნდა სეირნობდნენ მეუღლეებთან ბავშვებთან ერთად და აქ ხომ სულ ქართული სიმღერა და ცეკვები უნდა იმართებოდეს?
ნუთუ არ მოგენატრათ ერთმანეთზე ფერება და სახეზე ღიმილით ერთმანეთზე მისალმება? ერთადერთი რესტორანი „ყარაჩოხელი“ ამ ქუჩაზე რომელიც კუნძულივითაა ირანელ და თურქულ კაფეებს შორის დავკეტოთ? რესტორანს გვერდით დგომა სჭირდება აქ ქართველი თუ არ მოვიდა არ იმღერა არ იცეკვა ვერ ვიარსებებთ.
ეს აღმაშენებელია თუ თურქულ ირანული ბაზარი? არ გცხვენიათ ქართველებო ჩვენი წინაპრების? მომავალში ჩვენც ხომ შევხვდებით იმ ქვეყნად მათ და რა პასუხი გავცეთ? კიდევ ვიმეორებ ეს რესტორანი ფულის საშოვნელად არ გახსნილა. აქ ქართული სული რომ არ დაიკარგოს იმიტომ გავხსენით. კიდევ ერთხელ გეკითხებით გავყიდოთ? მზად არიან ირანელები როდის იყიდიან. მობრძანდით გადაიღეთ ფოტოები იცეკვეთ იმღერეთ ლაივები ჩართეთ და მსოფლიოს დაანახეთ როგორი სულის გულის გონების სიყვარულის…. ხალხი ვართ…“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვივუსი“-ფინანსთა სამინისტრო უარს ამბობს ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვაზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘VIVUS.GE” მთავრობის მიერ მოქალაქეთათვის სასესხო ვალდებულებების ჩამოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დაახლოებით ორი კვირის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com