ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ყარაბაღი-პატარა ომის დიდი სცენარი“-ვაჟა კაკაბაძე

„ყარაბაღი-პატარა ომის დიდი სცენარი“-ვაჟა კაკაბაძე

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ–გეოლოგი, საქარველოს საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპოდენტი, პუბლიცისტი ვაჟა კაკაბაძე

„უკვე 26 წელია რაც ყარაბაღის გამო ერთმანეთს ებრძვიან აზერბაიჯანელები და არმენები (ხაიკი); და, როგორც იქნა მშვიდობა დამყარდა, რაც ძალიან კარგია და მახარებს, მაგრამ როგორც ბერტოლტ ბრეხტი თავის ნაწარმოებში ამბობს „კავკასიური ცარცის წრე“ – „მშვიდობის გეშინოდეს საქართველო“, და მართლაც ასეა: თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს მთიან ყარაბაღში რუსეთ-თურქეთის ცენტრის შექმნის შესახებ, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განხორციელების პროცესს გააკონტროლებს, – თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისივე თქმით, მხარეებმა დოკუმენტი უკვე გააფორმეს – ასეთი ინფორმაცია გავრცელდა რაც რეალობას შეესაბამება და გამახსენდა ილია ჭავჭავაძის ნაწარმოები: „მგზავრის წერილები“, სადაც ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველას საკუთარი თავი მასვე უნდა ეკუთნოდეს ანუ ქვეყნის ბედს მისი ძირძველი მოსახლეობა უნდა განაგებდეს; დიახ ჩემი ქვეყნის ბედს მე უნდა განვაგებდე – აფხაზებსა და დანარჩენ ქართველებს შორის არსებულ გაუგებრობას სხვა ანუ მესამე ძალა კი არ უნდა აგვარებდეს, არამედ ჩვენ თვითონ უნდა ვაგვარებდეთ; მესამე ძალა ყოველთვის თავის სასარგებლოდ აგვარებს საქმეს და ისე არ მოხდეს თურქეთმა და რუსეთმა საქართველო შუაში გაიყოს. ახლა გვჭირდება გონიერება, ერთმანეთის გვერდზე დგომა; ქვეყანაში უნდა დამთავრდეს პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა, რომელიც 1992 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. უნდა დამთავრდეს ჯიბის პოლიტიკა. ყარაბაღის საკითხს კიდევ უფრო ართულებს შემდეგი გარემოება: თურქეთი მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალებს შეუერთდება და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელებას რუსეთთან ერთად გააკონტროლებს“, – ეს კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას, რამეთუ თუ განახლდა ომი ის უფრო ფართო მაშტაბიანი იქნება და მასში ჩაერთვებიან ისეთი დიდი სახელმწიფოები როგორიცაა თურქეთი და რუსეთი და ეს იქნება ფართო მაშტაბიანი მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი. ყარაბაღის შეთანხმების თანახმად, არმენია აზერბაიჯანს ქალბაჯარს 15 ნოემბრამდე გადასცემს, აღდამსა და გაზახს 20 ნოემბრამდე, ლაჩინს – 1 დეკემბრამდე. ოკუპაციის შედეგად საკუთარი მიწებიდან განდევნილი აზერბაიჯანელები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ზედამხედველობით თავიანთ ტერიტორიებზე (კავკასიელი ალბანელების) დაბრუნდებიან,” – აღნიშნულთან დაკავშირებით ჩნდება კითხვები: რამდენად შეძლებენ აზერბაიჯანელები და არმენები თანაარსებობას? და, ასევე: თუ ვერ მოახერხეს ერთად ცხოვრება რა მოხდება? პასუხი: არმენები არ შეეგუებიან აზერბაიჯანელების დაბრუნებას ყარაბაღში, ხოლო რუსეთის „სამშვიდობო“ ძალები ფარულად შეეცდებიან მათ დაპირისპირებას, ისე როგორც ეს მოხდა სამაჩაბლოში (ცხინვალის რეგიონი). ახლა პასუხი მეორე კითხვაზე (თუ ვერ მოახერხეს ერთად ცხოვრება რა მოხდება?) არმენები დატოვებენ ყარაბაღს, ნაწილი ჩასახლდება ჯავახეთში, უმეტესი ნაწილი აფხაზეთში, ზოგი ჩამოვა თბილისში თავის ნათესავებთან და ზოგიც წავა რუსეთში – აი, ეს არის მთავარი ჩანაფიქრი ლავროვის რუსეთის, მკითხავთ, მაინც რა ჩანაფიქრია? რა და: ლავროვს და რუსეთში მაცხოვრებელ არმენებს სურთ, რომ მუდმივად არსებობდეს დაპირისპირება თურქეთსა და რუსეთს შორის ანუ სამაგიეროს გადახდა თურქეთის ტერიტორიიდან მათი გამოდევნების გამო; სურთ საქართველოს გასომხება; აფხაზეთის საბოლოოდ ხელში ჩაგდება; ჯავახეთის დამოუკიდებლობის გამოცხადება და კავკასიაზე კონტროლი. ჩნდება კიდევ ერთი კითხვა: რას უნდა უკავშირდებოდეს მაიკლ პომპეოს დაუგეგმავი ვიზიტი საქართველოში? პასუხი: რას და, საქმე იმაში გახლავთ, რომ ყარაბაღში განვითარებულმა მოვლენებმა რადიკალურად დაარღვია რეგიონში არსებული ძალთა ბალანსი, რომლის ფარგლებშიც მოქმედებდა ფრთხილად და აუჩქარებლად ამერიკული პოლიტიკა; ხოლო არსებულ მოცემულობაში ამერიკელები მიხვდნენ, რომ საჭიროა სწრაფი და არაორდინალური მოქმედებები, იმისათვის რომ შეინარჩუნოს რეგიონში საკუთარი პოზიცია. ვფიქრობ, შეერთებულმა შტატებმა დაინახა რეგიონში თამაშგარედ დარჩენის საფრთხე და იწყებს აქტიურ მოქმედებას; ალბათ, ჩემი მოსაზრებით, შემოქვთავაზებენ ევრო-ატლანტიკურ სისტემაში დაჩქარებულ ინტეგრაციას, და ისევ ჩნდება კითხვა: აფხაზეთისა და სამაჩაბლოს (ცხინვალის რეგიონი) გარეშე? ეს ძალიან დამაფიქრებელია – თავიდანვე ხომ არ იყო ასე განზრახული? არც იმას გამოვრიცხავ, რომ საუბარი დაიწყოს ამერიკის შეიარაღებული ძალების კონტინგენტის რაღაც ფორმით სასწრაფო განლაგებაზე საქართველოში. და, ამ ჩემს მოკლე ანალიზს ასე დავმთავრებ: რა გითხრათ? რით განუგეშოთ?“.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მიმართვა ევროკავშირს- „მოგიწოდებთ ევროპის და შესაბამისად საქართველოს გადარჩენის მიზნით, აქტიურად ჩაერთოთ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში“-ვაჟა კაკაბაძე

მიმართვა ევროკავშირს „ბიზანტიის იმპერიის დაშლამ, რადიკალურად შეამცირა დასავლეთ სახელმწიფოების გავლენა აღმოსავლეთ სახელმწიფოებზე, იგივე და, შესაძლოა, ...