ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / “ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ეგ კრამერი“-ირმა ინაშვილი (ვიდეო)

“ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ეგ კრამერი“-ირმა ინაშვილი (ვიდეო)

 გადაცემა „რეაქციაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარტია “პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ კრამერებს არ მივცემთ ჩვენ დირექტორობის საშუალებას.
“ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ეგ კრამერი, რომელიც აბსოლუტურად გაკოტრებული ექსპერტია ამერიკაში და ფლორიდის ერთ-ერთ სკოლაში მოღვაწეობს. არავითარი პოლიტიკური წონა კრამერს ამერიკაში არ აქვს. ეს არის მარგინალების ჯგუფი სინამდვილეში, რომელიც ჩამოსულია საქართველოში და აქ დირიჟორობენ. კრამერებს არ მივცემთ ჩვენ დირექტორობის საშუალებას. ბატონი ბოკერიას მრავალსაათიანი მოხსენება დაეთმო “პატრიოტთა ალიანსისათვის” იარლიყების მიკერებას. ეს რომ არ მომხდარიყო, არ მივიდოდი კონფერენციაზე, მაგრამ მე მივედი კონფერენციაზე, ვინაიდან ჩავთვალე, რომ იქ დემოკრატიული საზოგადოება იყო შეკრებილი. ცივილურად მივმართე კონფერენციის ორგანიზატორებს, ეს ჩანაწერიც არის და ვთხოვე მონაწილეობა და რამდენიმე წუთის დათმობა. შეიძლება ეს აღქმული იყოს, როგორც პროვოკაცია? რა თქმა უნდა, არა. ბოკერიას სწორედ ის ინტერესი ჰქონდა, რომ ჩვენ წარმოვეჩინეთ დესტრუქციულ ძალად. მე არ მინდოდა ამის საშუალება მიმეცა მისთვის. მე მინდოდა დამეფიქსირებინა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, რომ ადამიანთა მწამებელი, რომელიც გამოდის ამ კონფერენციაზე და მაღალ ღირებულებებზე საუბრობს, უნდა დაისაჯოს. ქართველი ხალხი იცით რატომ არის გაბრაზებული დასავლურ ინსტიტუტებზე? იმიტომ, რომ ხედავს ბოკერიას, რომელმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინა ქვეყნის წინაშე, მსგავს კონფერენციაზე. მე გადავწყვიტე ცივილურად მივსულიყავი და დამეფიქსირებინა ჩემი პოზიცია”.

ირმა ინაშვილი გადაცემაში "რეაქცია"

პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარტია "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი:"ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ეგ კრამერი, რომელიც აბსოლუტურად გაკოტრებული ექსპერტია ამერიკაში და ფლორიდის ერთ-ერთ სკოლაში მოღვაწეობს. არავითარი პოლიტიკური წონა კრამერს ამერიკაში არ აქვს. ეს არის მარგინალების ჯგუფი სინამდვილეში, რომელიც ჩამოსულია საქართველოში და აქ დირიჟორობენ. კრამერებს არ მივცემთ ჩვენ დირექტორობის საშუალებას. ბატონი ბოკერიას მრავალსაათიანი მოხსენება დაეთმო "პატრიოტთა ალიანსისათვის" იარლიყების მიკერებას. ეს რომ არ მომხდარიყო, არ მივიდოდი კონფერენციაზე, მაგრამ მე მივედი კონფერენციაზე, ვინაიდან ჩავთვალე, რომ იქ დემოკრატიული საზოგადოება იყო შეკრებილი. ცივილურად მივმართე კონფერენციის ორგანიზატორებს, ეს ჩანაწერიც არის და ვთხოვე მონაწილეობა და რამდენიმე წუთის დათმობა. შეიძლება ეს აღქმული იყოს, როგორც პროვოკაცია? რა თქმა უნდა, არა. ბოკერიას სწორედ ის ინტერესი ჰქონდა, რომ ჩვენ წარმოვეჩინეთ დესტრუქციულ ძალად. მე არ მინდოდა ამის საშუალება მიმეცა მისთვის. მე მინდოდა დამეფიქსირებინა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, რომ ადამიანთა მწამებელი, რომელიც გამოდის ამ კონფერენციაზე და მაღალ ღირებულებებზე საუბრობს, უნდა დაისაჯოს. ქართველი ხალხი იცით რატომ არის გაბრაზებული დასავლურ ინსტიტუტებზე? იმიტომ, რომ ხედავს ბოკერიას, რომელმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინა ქვეყნის წინაშე, მსგავს კონფერენციაზე. მე გადავწყვიტე ცივილურად მივსულიყავი და დამეფიქსირებინა ჩემი პოზიცია".

Posted by დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი on ოთხშაბათი, 11 სექტემბერი, 2019

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ლუკა კურტანიძემ ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ლუკა კურტანიძემ ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატი ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com