ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ღია კონკურსი არ ტარდება, ხდება პირდაპირ კანდიდატების ნომინირება,ჩვენ შევეცადეთ უზენაეს სასამართლოშიც იგივე მოდელი დაინერგოს“-დიმიტრი გვრიტიშვილი

„ღია კონკურსი არ ტარდება, ხდება პირდაპირ კანდიდატების ნომინირება,ჩვენ შევეცადეთ უზენაეს სასამართლოშიც იგივე მოდელი დაინერგოს“-დიმიტრი გვრიტიშვილი

 

 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს:

ჩვენ ორიენტაცია ავიღეთ საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების მოდელზე.

მოგეხსენებათ, რომ იქ ღია კონკურსი არ ტარდება, ხდება პირდაპირ კანდიდატების ნომინირება, ამიტომ ჩვენ შევეცადეთ უზენაეს სასამართლოშიც, რომელიც იგივე რანგის სასამართლოა, იგივე მოდელი დაინერგოს. კერძოდ, საბჭოს ორი წევრი უფლებამოსილია საბჭოს წინაშე დაასახელოს იმდენი კანდიდატი, რამდენი ვაკანსიაც არის მოცემულ მომენტში უზენაეს სასამართლოში. შემდგომ საბჭო მოაგროვებს ინფორმაციას ამ კანდიდატებზე, მოხდება ფარული კენჭისყრა და სრული შემადგენლობის უმრავლესობით წყდება საკითხი, იქნებიან თუ არა ისინი ნომინირებული პარლამენტის წინაშე.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ შემოთავაზებული მოსაზრება, რომლის თანახმად ერთ ვაკანსიაზე რამდენიმე კანდიდატი იყოს წარდგენილი, არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. ასევე ჩვენი პროექტის მიხედვით, იმ კანდიდატების რიცხვი, რომლებიც მოქმედი მოსამართლები არ არიან, არ უნდა აღემატებოდეს საერთო რაოდენობის ერთ მეხუთედს”, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს ლარის კურსი არის მართული ეროვნული ბანკის მიერ და ლარს გამყარების საშუალებას არ აძლევს“-რომან გიცირიძე

 რომან გოცირიძე საბანკო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და ლარის კურსზე კომენტარს აკეტებს: „საოცარი ამბები ხდება საბანკო ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com