ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ღარიბაშვილო, მოვედით, აქ ვდგავართ და დაგვიჭირე“-ინგა გრიგოლია

„ღარიბაშვილო, მოვედით, აქ ვდგავართ და დაგვიჭირე“-ინგა გრიგოლია

არ გაგიჩნდათ მართლა, მედია, თქვენ, ოპერატორებმა, ვინც ლექსოს სოლიდარობის ნიშნად ახვედით და იქ კამერები დადეთ, არ გაგიჩნდათ პროტესტი პრემიერმა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში რომ დაგადანაშაულათ? გაგიჩნდეთ პრეტესტი, მედიაზე მეტი ძალა, ამ ქვეყანაში არავის აქვს! თქვენ თუ იქნებით ერთიანები, ოპერატორები, ჟურნალიტები, მაშინ ვეღარ გაგიბედავთ ხელისუფლება!“- განაცხადა ელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ.

ინგა გრიგოლია ღარიბაშვილს მიმარავს:

ღარიბაშვილო,ირდაპირ გეუბნები, ხომ გვადანაშაულებ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, აქ ვდგავარ, დამიჭირე, მზად ვარ. დამიჭირე, მე კი დავუმტკიცებ მთელს ქვეყანას და ყველას, რომ შენ ხარ მოძალადე და რომ თქვენს ძალადობას შეეწირა ჩვენი კოლეგა. მოვედით, აქ ვდგავართ და დაგვიჭირე.

აქ ვდგავარ მე, მე შევპირდი ლექსოს, სანამ გარდაიცვლებოდა 2 დღით ადრე, რომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან -თქო. ახლა ნამდვილად ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლო მისი უფლებებისთვის. ხოდა, აქ ვდგავარ „ტრი ტრი“, მეცხრედ გეუბნები, დამინახავ! ბევრჯერ დაინახავ ტელეკომპანია პირველის ან სხვა თავისუფალი მედიის სახეს, შე, მოძალადე პრემიერო!

რატომ მოგვიწყეს სპეცოპერაცია მედიას, მაინტერესებს, გაგვცენ პასუხები. მიცვალებულს რომ ყველანაირ სიბინძურეს უგორებენ, ცდილობენ მის შეურაცხყოფას, სამარცხვინოები და ვის გაუბედა მუქარა მასხარა პრემიერმა, კომიკურმა პრემიერმა. დღეს ვის გაუბედა ? მედიას დაემუქრა ? “- განაცხადა გრიგოლიამ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ქალს თავი აქვს გაჩეხილი და გაძარცვულია- შანე ბრუკის ცხედარს ძალადობის კვალი აშკარად ეტყობა“

31 წლის ავსტრალიელი ქალის ცხედარს, რომელიც მთაწმინდის ფერდობზე ცოტა ხნის წინ იპოვეს, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ...