„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს რომ ევროპის პრეზიდენტ შარ მიშელთან შეხვედრის დროს არჩევნების წითელ ხაზზე საუბარი არ ყოფილა.
„გუშინ ბატონი მიშელის თანდასწრებით ბატონ ღარიბაშვილს არ უხსენებია, რომ არჩევნები არის წითელი ხაზი. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენი უცხოელი პარტნიორები ძალიან გაკვირვებული დარჩებიან ამ კომენტარით იმიტომ, რომ ერთი და იგივე უნდა ილაპარაკო მედიატორის თანდასწრებითაც და მის წასვლის შემდეგაც, ეს არის ელემენტარული წესი“,-განაცხადა ბურჯანაძემ.
„აქციების და პიკეტირება გაგრძელდება“-აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
„პიკეტირებადა ყველა დანარჩენი აქტიურობა, რომელიც აბსოლუტურად კანონის ჩარჩოებშია, გაგრძელდება არიბასვილისა და უმრავლესობის დაწარმომადგენლების განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეს ადამიანები მოლაპარაკებების პროცესში სანდო არ არიან. იმედი მინდა ვიქონიო, რომ ისინი პოზიციას შეიცვლიან. ასეთ შემთხვევაში, ოპოზიციის გეგმებშიც კორექტირება შევა“-აცხადებს ბურჯანაძე.
