ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ღარიბაშვილი აქ უნდა დარჩენილიყო აღლუმზე, მაგრამ პირობა დააყენეს, სააკაშვილი არ უნდა იყოსო… ამათ უთხრეს – როგორ არ უნდა იყოსო?!.. პროტოკოლი კი სხვანაირად არ გამოდიოდა და გაქუსლა თბილისში“

„ღარიბაშვილი აქ უნდა დარჩენილიყო აღლუმზე, მაგრამ პირობა დააყენეს, სააკაშვილი არ უნდა იყოსო… ამათ უთხრეს – როგორ არ უნდა იყოსო?!.. პროტოკოლი კი სხვანაირად არ გამოდიოდა და გაქუსლა თბილისში“

ექსპრეზიდენი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისრ ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიის შესახებ სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ღარიბაშვილი ჯერ ხომ ლვოვში არ მოვიდა ღონისძიებაზე, როცა გაიგო, რომ მე ვიქნებოდი… და აქ უნდა დარჩენილიყო აღლუმზე, მაგრამ პირობა დააყენეს, სააკაშვილი არ უნდა იყოსო… ამათ უთხრეს – როგორ არ უნდა იყოსო?!.. მაშინ, ჩვენს ტრიბუნაზე არ უნდა იყოსო.. პროტოკოლი კი სხვანაირად არ გამოდიოდა და გაქუსლა თბილისში..სამაგიეროდ, ჩვენს სამხედროებს მე მივესალმე..ასე რომ.. დიდი არაფერი დაუკარგავს არც უკრაინას და არც ჩვენს სამხედრო კონტიგენტს, რომელიც აქ იმყოფება..ბოლოსდაბოლოს, ჩემი შექმნილია შეიარაღებული ძალები”..მიხეილ სააკაშვილი………………………………………….✔️უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე საქართველოს დროშაც აფრიალდა. სხვა ქვეყნების სამხედრო დანაყოფებთან ერთად, საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობა ქართული ჯარის დანაყოფმაც მიიღო. ღონისძიებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა.კიევს დღეს უამრავი სტუმარი, უცხო ქვეყნის ლიდერები და მთავრობის წარმომადგენლები ეწვივნენ. ყირიმის პლატფორმის ყველა მონაწილე, ამ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, კიევში დარჩა, გარდა ღარიბაშვილისა.. არადა, ღარიბაშვილი, როგორც უკრაინის პარტნიორი სახელმწიფოს ლიდერი, პროტოკოლის მიხედვით უნდა დასწრებოდა ღონისძიებას..ნაადრევი გამგზავრებით ღარიბაშვილმა სავარაუდოდ თავი აარიდა სამთავრობო ლოჟაში ყოფნას, სადაც სხვა ლიდერებთნ ერთად მიხეილ სააკაშვილიც იმყოფებოდა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის-საქართველო რუსეთი არ არის

როგორც ცნობილია „ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის მასზე არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო. „ პოპულარულ სერიალში ნონა ...