ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ქუჩურ გარჩევებს, კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლას გავამკაცრებთ“- პრემიერი მამუკა ბახტაძე(ვიდეო)

„ქუჩურ გარჩევებს, კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლას გავამკაცრებთ“- პრემიერი მამუკა ბახტაძე(ვიდეო)

აცხადებს, რომ კანონი განსაკუთრებით გამკაცრდება იმ პირებისთვის, ვინც მსგავს დანაშაულებრივ ქმედებაში არასრულწლოვნების ჩაბმას შეეცდება.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას ვიხილავთ. ჩვენ ვაგრძელებთ კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლას, რომლის ერთ-ერთი სერიოზული გამოვლინებაა ე.წ. ქუჩური გარჩევები, მათი სიხშირე და ხშირ შემთხვევაში, მძიმე შედეგები ჩვენი მხრიდან უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას მოითხოვს. შესაბამისად, დღეს ჩვენ ვიხილავთ ახალ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც ე.წ. ქუჩის გარჩევები გახდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით გამკაცრდება სასჯელი იმ პირთა მიმართ, ვინც ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაში არასრულწლოვნების ჩაბმას შეეცდება. კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტური გახდება და ჩვენ შევძლებთ თავიდან ავიცილოთ ის მძიმე შედეგები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ასეთ გარჩევებს უკავშირდება“, – განაცხადა ბახტაძემ.

⭕️პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი

Posted by netgazeti.ge on ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2019

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს ლარის კურსი არის მართული ეროვნული ბანკის მიერ და ლარს გამყარების საშუალებას არ აძლევს“-რომან გიცირიძე

 რომან გოცირიძე საბანკო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და ლარის კურსზე კომენტარს აკეტებს: „საოცარი ამბები ხდება საბანკო ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com