ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ქუთაისიდან პატიმარმა წერილი გამომიგზავნა, ვენები გადაუჭრია, ფურცელი სისხლით გაუჟღენთია…“ დარეჯან მეფარიშვილი

„ქუთაისიდან პატიმარმა წერილი გამომიგზავნა, ვენები გადაუჭრია, ფურცელი სისხლით გაუჟღენთია…“ დარეჯან მეფარიშვილი

გთავაზობ  ჟურნალისტ დარეჯან მეფარიშვილის პოსტს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და მისი ხელისუფლების სისხლიან მმართველობის რეალურ სახეს აჩვენებს:

როდესაც 2003 წელს, ნოემბერში, აქციები დაიწყო ედუარდ შევარდნაძის „ბარტყების“ იმ ფრთამ, რომელსაც „ბაბუ“ „რეფორმების მამებად“ მოიხსენიებდა, მე, რიგითი ქართველი, დარეჯან მეფარიშვილი, პირველ შვილზე ვიყავი ფეხმძიმედ და მიუხედავად იმისა, რომ ექიმისაგან მკაცრი წოლითი რეჟიმი მქონდა დანიშნული, თითქმის ყოველ დღე მივდიოდი პარლამენტთან და აქციის მონაწილეებს ვეკამათებოდი, ვეუბნებოდი რომ „ის ის არ იყო, ვინც ეგონათ და როგორსაც ხედავდნენ“. 

სააკაშვილი გასული საუკუნის 90-იანი წლებში, პოლიტიკაში გამოჩენიდან ერთ წლის შემდეგ გავიცანი, ჩემი რესპოდენტი იყო, რამდენიმე ინტერვიუ მაქვს ჩაწერილი სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებით, ისე, როგორც მისი გუნდის სხვა მოგუნდავეებთან. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი ჟურნალისტი ვიყავი, ვინც სასამართლო რეფორმებს მხარი არ დაუჭირა, დღემდე ვთვლი, რომ კონსტიტუციის მოთხოვნების უგულებელყოფით დაწყებული ნებისმიერი საქმე, უკანონობის დაკანონებაა და ეს სასამართლოს რეფორმამ ცხადჰყო.
მეორე „საქმე“, სადაც სააკაშვილს გადავურბინე გზაზე, წყნეთის ტყეები იყო. იმისათვის, რომ სააკაშვილის ხალხს ჩაეგდო ხელში წყნეთის (და მიმდებარე ტერიტორიები) ტყეები, მან შესანიშნავი გზა აირჩია „ბრძოლისთვის“. არ გადაგღლით დეტალებით, უბრალოდ ვიტყვი: როცა სააკაშვილის და მისი ჯგუფის ინტერესები გამოვამზეურე „ახალ თაობაში“, როცა დოკუმენტები დავდე, ჩემთან, რედაქციაში მოვიდა წყნეთის გამგებლობას ვინც უმიზნებდა (გვარი აღარ მახსოვს) და მითხრა: დაგვანებე თავი და წყნეთში იმ ადგილზე და იმდენ მიწას გაჩუქებთ, რამდენსაც და სადაც დაადებ ხელს. თქვენ ვერ წრმოიდგენთ რაოდენ დიდი ცდუნებაა ეს, იმ ადამიანისათვის, რომელიც ნაქირავებ ჯურღმულში (და არა ბინაში, ბინების ქირას რას გავწვდებოდი) ცხოვრობს, თავის სამ დასთან ერთად (არ მითხრათ ახლა „პრადვინუტებმა“ აქ რა გინდოდაო, ჯერ ერთი მხოლოდ თქვენი არაა თბილისი და მეორე, ჩემი დები სწავლობდნენ და მუშაობა მგონი არაა „გრეხი“, მაშინ, როცა სხვაგან ვერ მუშაობ, არაა შენი, „უპატრონოს“ ადგილი და იმიტომ). მსგავსი მრავალი შემთხვევა მქონდა და დღემდე ვერ ვხვდები, ასეთ მომენტებში რატომ ვწითლდები, რატომ მაკანკალებს და რატომ ვიგინები. მე ის პერიოდიც მახსოვს, სასამართლო რეფორმაზე წერას შეეშვი და გამოცდებს ჩაგაბარებინებთ, მოსამართლედ დაგნიშნავთო რომ მითხრეს. ახლა კი ვფიქრობ, რომ სულელი ვიყავი, მაგრამ ფაქტია – ამ კუთხით ვერ შევდექი! რა მინდოდა ამით მეთქვა, გარდა იმისა რომ სულელი ვიყავი? – ყოველი ასეთი წინადადების შემდგომ, ვრწმუნდებოდი რომ რასაც ვწერდი სიმართლე იყო და მე, ბრიყვს, ეს მახარებდა…. 
იუსტიციის მინისტრი რომ გახდა სააკაშვილი, მე ვიყავი ის ჟურნალისტი, რომელმაც სააშკარაოზე გამოიტანა მინისტრ სააკაშვილის „საქმენი საგმირონია“ – პატიმრებთან შეტანილი დამპალი კარტოფილიდან დაწყებული, აყროლებული თევზით, ციხეებში არსებული დაზგა-დანადგარების დემონტაჟითა და ჯართად თურქეთში გატანით გაგრძელებული, სააკაშვილის პირადი კომფორტით დასრულებული, ყველა საქმე! ყველა! მათ შორის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ოქრუაშვილმა, პოლიციელები რომ სცემა, ისიც მე გავახმაურე! ისიც, „ყველაზე ღარიბი“ პარლამენტარის ცისკარიშვილის გატაცებისთვის ბრალდებულ ციხისთავს რომ შეუვარდა ოქრუაშვილი და ბიძამისი საკანში და რომ „დააკაჩავეს“… 
მოკლედ, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ამიტომ მე ძალიან კარგად ვიცოდი, ვინ იყო სააკაშვილი, რომელიც სხვათაშორის, გველს მეძახდა და ეს ნამეტანი დემოკრატი იუსტიციის სამინისტროში ბრიფინგზეც კი არ მიშვებდა!
როდესაც მოვიდა სააკაშვილი ხელისუფლებაში, მე დეკრეტულ შვებულებაში ვიყავი გასული არა ჟურნალისტიკდან, არამედ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან. 2007 წელს, როცა დეკრეტული შვებულება დამიმთავრდა, სასჯელაღსრულებაში ბაჩანა ახალაია იყო თავმჯდომარე. ბაჩანას მამას, პროკურორ ახალაიას, პატიმარმა (დათო შენგელიამ, პარტიზანს რომ ეძახდა თავს) საქმე რომ წაართვა საკანში და იქვე დაწვა, ესეც მე გავახმაურე. ჰოდა, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ბაჩანას ხელქვეითმა მითხრა წადი აქედან და 6 000 დოლარს მოგცემთო. მე წამოვედი… სასამართლოში! 
და 7 წლიანი ბრძოლის შემდეგ, ჩემმა ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა საქმე მოუიგო (დეტალებს არ ჩავუღრმავდები) ბაჩანა ახალაიას. 
მთელი ორი თუ სამი თვე ვეძებდი სამსახურს დეკრეტიდან გამოსული. არავითარ შემთხვევაში არ მინდოდა ჟურნალისტიკაში დაბრუნება. მივედი რკინიგზაში, ბილეთებს ვერ გავყიდი და რეისებს რომ „ხმა“ აცხადებს, აი, იქ დამნიშნეთ, თუ შეიძლება – მეთქი. ვერაო. ვეცადე ძიძად დამეწყო მუშაობა, ვერაო, ასეთი „სივის“ პატრონი ძიძად როგორ აგიყვანოთო. მოკლედ, მივედი ჟურნალიტიკაში. არ მოგიყვებით ჩემი დის ტრაგედიას, რაც მას დამართეს სტატიის „ელიტარული კორუფცია – ვანო მერაბიშვილი“ (მგონი ეს იყო სათაური) გამო. არ მოვყვები არაფერს, არაფერს, სხვა დროს იყოს, ეს მაინც ჩემია, სად წავა, სამარეშიც ჩამყვება, მე კი სიკვდილს არ ვაპირებ, არც ფბ-გვერდის გაუქმებას. ახლა ვიტყვი იმას რაც „ალიაში“ მუშაობის პერიოდში ვნახე:
მე ვნახე (და გამოვაქვეყნე) პატიმრების წერილები, სადაც ისინი დეტალურად აღწერდნენ იმ წამებას რაც გადაიტანეს. ქუთაისიდან პატიმარმა წერილი გამომიგზავნა, ვენები გადაუჭრია, ფურცელი სისხლით გაუჟღენთია და ამ ფურცელზე, რომელსაც სისხლის სუნი ჰქონდა (ღმერთო ჩემო, თქვენ ვერ წარმოიდგენთ ეს რა იყო) დატანილი იყო, ენით აუწერელი სადიზმი, რასაც ამ პატიმრის მიმართ ჰქონდა ადგილი. მე ვნახე უამრავი ადამიანი, ნაწამები! მე ვნახე პატიმარი, რომელიც როცა დააკავეს (სამტრედიელი იყო ცხონებული), 25 წლის იყო, ციხიდან გამოასვენეს 26 წლისა. დაკავებისას 120 კილო იყო, კუბოში ჩასვენებული 35 კილო. მე ვნახე ის როგორ იწვა კუბოში, ჩონჩხი! ჩონჩხი! ჩონჩხი! და მე ვიყავი პირველი ჟურნალისტი, რომელმაც დაწერა რომ პატიმრების ორგანოებს ყიდდნენ, ეს ამ 26 წლის 35 კილო ჩონჩხის დედამ განაცხადა პირველად!
მე ბევრი რამ მაქვს ნანახი – ნაცემი ადამიანები! ნაწამები ადამიანები! მე ვიყავი ყველა აქციის მონაწილე. მე ვნახე 2008 წლის აგვისტოს ომიდან დევნილები, ქუჩაში, ღია ცის ქვეშ როგორ ცხოვრობდნენ. როგორ აკითხავდათ მათ ბანკები და სესხის დაფარვას სთხოვდნენ, აჯარიმებდნენ. მე ვნახე „კარვების ქალაქი“, ყოველ დღე იქ დავდიოდი! მე ვნახე გაუბედურებული ადამიანები. ვნახე ის ადამიანები, რომელთაც აგვისტოს ომის დროს, ციხის კარი გაუღეს, გადით ომიაო და მეორე დღეს დააკავეს, ცემეს, აწამეს, „პაბეგი რად აწიეთო“. 
მე ბევრი რამ ვნახე! ძალიან ბევრი რამ!
და მე არ მინდა ეს ყველაფერი ვნახო!
თქვენ გინდათ? არა! არც თქვენ გინდათ, მაგრამ თქვენ გაბრაზებული ხართ იმისა გამო, რომ ბენზინი გაძვირდა, ლარი გაუფასურდა, რომ ვიღაცა ნაძირალა ჩინოვნიკმა ჩვენი ლუკმა მიითვისა და თავად სასახლე წამოჭიმა!
დიახ, ეს ასეა! დიახ, სამწუხარო რეალობაა!
მაგრამ მე იცით რა მახსოვს და რა არის ჩემთვის პრიორიტეტული? მამაჩემის ჯანმრთელობა, ის, რომ ურთულესი ოპერაცია (დაელოცოს ლაშა გოგონაძეს ხელი) სახელმწიფომ დააფინანა – 38 ათასი. აი, დღეს, მამაჩემს დიალიზი რომ დასჭირდა და ყველა პროცედურა უფასოა! ჩემთვის პრიორიტეტული ბენზინის ფასი კი არაა, ჩემთვის დავით გარეჯაა მნიშვნელოვანი, ის ქართული მიწაა მნიშვნელოვანი, რომელიც სააკაშვილმა „სოკარის“ „ხათრით“ აზერბაიჯანს უფეშქაშა! 
გაიგეთ ჩემთვის რა არის მთავარი?!
თქვენთვის?“

 

 

 

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი-ირაკლი გოგოლაძე-სოციალური დახმარება „პლიტის“ ჩართვის გამო მოუხსნეს,ის ძიმე მდგომარეობაშია“…(ვიდეო)

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი „ სასწრაფოდ !!! გაავრცელეთ ამ სამარცხვინო ფაქტის შესახებ მთელმა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com