ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ქსნის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში  ხელყუმბარა აღმოაჩინეს-ბინა, რომლის კართანაც ხელყუმბარა დადეს, ბიზნესმენ ნიკოლოზ საკანდელიძეს ეკუთვნის

ქსნის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში  ხელყუმბარა აღმოაჩინეს-ბინა, რომლის კართანაც ხელყუმბარა დადეს, ბიზნესმენ ნიკოლოზ საკანდელიძეს ეკუთვნის

ქსნის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარის აღმოჩენის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მიერ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის II ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს.

ინტერპრესნიუსს“ ჟურნალისტმა ნათია კუპრაშვილმა განუცხადა, ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში იყო და შეხების შემთხვევაში აფეთქდებოდა.

„მე ყუმბარა განაღმვის შემდეგ ვნახე. როგორც კრიმინალისტები საუბრობდნენ ყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში იყო და მოხსნილი ჰქონდა „კალიცო“, ანუ გათვლილი იყო ასაფეთქებლად და შეხების შემდეგ მოქმედებაში მოვიდოდა. ყუმბარა ვის სახლთანაც იყო დადებული ბიზნესმენია და კარგი ადამიანია. თუმცა აფეთქების შემთხვევაში საფრთხე მხოლოდ მას არ ემუქრებოდა. ხშირად ტერიტორიაზე ბავშვები მოძრაობენ. რას შეიძლება უკავშირებდეს თავად ის პირი, ვის კართანაც იპოვეს ხელყუმბარა, არ ვიცი, მე მასთან არ მისაუბრია“, – განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, თბილისში ქსნის ქუჩაზე მდებარე ბინა, რომლის კართანაც ხელყუმბარა იყო დადებული, ბიზნესმენ ნიკოლოზ საკანდელიძეს ეკუთვნის.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

“29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, რაც, ...