ახალი ამბები
Home / Uncategorized / ქვეყნაში ჩამოიშალა სამედიცინო სექტორი,სად არის საპატრიარქო? სად არის ეკლესიის ხელმძღვანელობა? სად არიან მოძღვრები? რატომ ხმას არ იღებენ?”

ქვეყნაში ჩამოიშალა სამედიცინო სექტორი,სად არის საპატრიარქო? სად არის ეკლესიის ხელმძღვანელობა? სად არიან მოძღვრები? რატომ ხმას არ იღებენ?”

“სად არის საპატრიარქო? სად არის ეკლესიის ხელმძღვანელობა? სად არიან მოძღვრები? რატომ ხმას არ იღებენ?
ქვეყნაში ჩამოიშალა სამედიცინო სექტორი, გუშინ 74 ადამიანი გარდაიცვალა… მიმდინარეობს ქართველების გენოციდი… საზოგადოების დიდი ნაწილი არ უფრთხილდება არც საკუთარ თავს, არც ოჯახის წევრებს, არც ერს, არ იკეთებს პირბადეს (მით უმეტეს “მშვენიერ” ცხვირზე), არ იცავს დისტანციას, ქეიფობენ, იხდიან დაბადების დღეებს, მთვრალები ეხვევიან ერთმანეთს, კოცნიან, ლოშნიან, სამარშუტო ტაქსებში უპირბადოდ სხედან, მძღოლებიანად – ავრცელებენ სიკვდილს, სიკვდილს ავრცელებენ, ხ ო ც ა ვ ე ნ საკუთარი ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მოყვრებს, ხოცავენ ახალგაზრდებს… ზოგი მოუწოდებს კიდეც, პირბადე არ გაიკეთოთო (ანუ დახოცეთ ხალხიო)….
მთავრობა არ ამკაცრებს ზომებს, არჩევნების წინ არ უნდა გააღიზიანოს ელექტორატი,… რეკლამირებული ოპოზიცია ხარობს – რაც მეტი იქნება მსხვერლი, მით უკეთესი მათთვის, ხელისუფლებაში უნდათ დაბრუნება, ნებისმიერ ფასად…
და ეკლესია დუმს (უფრო სწორად საპატრიარქო, ეკლესია სხვა რამეა, ეკლესია რწმენაა, წმინდა სასულიერო პირებია და საატრიარქო სულ სხვა, საატრიარქო მმართველობაა, დღევანდელი და არა მარადიული, ეკლესია მარდიულია)…
ახლა გრიგოლ ხანძთელი მდუმარედ იქნებოდა? ახლა გიორგი მთაწმინდელი ხმას არ ამოიღებდა? ახლა წმიდა კირიონ და წმიდა ამბროსი კათალიკოსები ჩუმად იქნებოდნენ?
როგორ ყველაფერი მოიშალა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, 1992 წლიდან (თუ 1992 წლის მოვლენის გამო)… როგორ ყველაფერი მოიშალა…
ხმა ამოიღეთ სინოდის წევრებო, მოძღვრებო, სასულიერნო, დაარიგეთ ხალხი, გააფრთხილეთ, ასწავლეთ სიცოცხლის გაფრთხილება… მოსთხოვეთ მთარობას ქმედითი ზომები…
იხოცება ჩვენი გენი, იხოცება ხალხი….
ხმა ამოიღეთ!!!!!!!!!!!!!!!!!!”-სოციალური ქსელში ქვეყანაში შექმნილ კოვიდსუტყაცუაზე .

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

სუსიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ფაილებში- სასულიერო პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება- ჩანაწერში ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე ამბობს, რომ მან „ბავშვს აკოცა“

“[02.06.20, 18:16:09] კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპილიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ აცნობა, რომ პეტრე ცაავამ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესთან საუბარში გაიხსენა ...