ახალი ამბები
Home / Uncategorized / ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დღითიდღე რთულდება – ექიმები მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დღითიდღე რთულდება – ექიმები მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დღითიდღე რთულდება – ექიმები მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ.

ამირან გამყრელიძე: იმისთვის, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესება შევაჩეროთ, მოსახლეობის 30%-ის აცრა აუცილებელია

ჩვენი წლევანდელი სამიზნე არის მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ორჯერადად აცრა, ეს არის მილიონ 700 ათასი ადამიანი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამუყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი განმარტებით, როდესაც ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობა იზრდება, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობაც იკლებს.

„იმისთვის, რომ ეპიდსიტუაციის თვალსაზრისით ვითარების გაუარესება შევაჩეროთ, მოსახლეობის 30%-ის აცრა აუცილებელია. 30%-ზე უკვე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება ჩერდება, ხოლო 40%-ის შემთხვევაში, ახალი შემთხვევების რაოდენობა უკვე სერიოზულად იკლებს. აგვისტოში გავდივართ 650 000 აცრაზე და ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, რომ სექტემბერში მილიონი აცრა ჩავატაროთ, ეს არ არის მილიონი ადამიანი, არამედ მილიონი აცრა, რადგან იცით, რომ ვაქცინა ორჯერადად კეთდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

აიცერი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

სუსიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ფაილებში- სასულიერო პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება- ჩანაწერში ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე ამბობს, რომ მან „ბავშვს აკოცა“

“[02.06.20, 18:16:09] კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპილიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ აცნობა, რომ პეტრე ცაავამ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესთან საუბარში გაიხსენა ...