ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ქართულ ბაზარზე ფალსიფიცირებული ოქროს ზოდები გამოჩნდა

ქართულ ბაზარზე ფალსიფიცირებული ოქროს ზოდები გამოჩნდა

ოქროს ზოდების ფალსიფიკაცია
საკითხი ეხება 999 და 999,9 სინჯის ოქროს( ე.წ. ზომიერ ) ზოდებს, იგი ბაზარზე იყიდება 1გრამიდან დაწყებული სხვადასხვა წონით.ასეთი ზოდები ძირითადად იმპორტირებულია , თუმცა საქართველოს ეროვნულ ბანკს გაყიდვაში აქვს როგორც ზომიერი ზოდები, აგრეთვე საინვენსტიციო მონეტები. წლების წინ ასეთი ზოდები და მონეტები არ შეიცავდა საფრთხეს, ისინი აბსოლუტურად შეესაბამებოდა მასზე ამოტვიფრულ წონასა და სინჯს, მაგრამ ფალსიფიკატორებმა უკვე დაიწყეს ასეთი ზოდების გაყალბება. საქმე იმაში გახლავთ რომ ჩვენთან მაღალი სისუფთავის,დაწყებული 900 სინჯიდან 999 სინჯის ჩათვლით, ზოდები ისინჯება ხვედრითი წონის( ე.წ. წყლის) სასწორის გამოყენებით, რაც ასე, თუ ისე იძლევა ზუსტ პასუხს, ამასთან სინჯის დადგენის პროცედურა სწრაფია და არ მოითხოვს დროში გაწელილ ქიმიურ ანალიზს.მოგეხსენებათ ოქროს შემცველობის დადგენის ქიმიური ანალიზი( ე.წ. კუპელაცია) წარმოადგენს ერთად-ერთ სტანდარტულ მეთოდს, მაგრამ მის განსახორციელებლად აუცილებელია ქიმიური ლაბორატორია, პროცესს( ერთი ანალიზი) ესაჭიროება დაახლოებით 4 საათი და თავისთავად წარმოადგენს ძვირ სიამოვნებას. ამდენად, ჩვენთან ყველა სახის ზოდებზე როგორც ზომიერი, აგრეთვე საიუველირო, ოქროს სინჯის დადგენა ხორციელდება მხოლოდ ხვედრითი წონის სასწორის გამოყენებით. ცნობილია რა აღნიშნული ვითარება ფალსიფიკატორისთვის იგი ცდილობს შექმნას ოქროს ზოდის ისეთი იმიტაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნება მოტყუვდეს ხვედრითი წონის სასწორი.ამ მიზნის მისაღწევად იყენებენ ვ ო ლ ფ რ ა მ ს; ვინაიდან ოქროსა და ვოლფრამს აქვს ერთი და იგივე ხვედრითი წონა19,3 გრ/სმ.კუბი, მისი შეფუთვით 999 და 999,9 სინჯის ოქროთი ხვედრითი წონის სასწორზე მაჩვენებელი არ შეიცვლება და სუფთა ოქროს მაგიერ ხელში შეგრჩებათ 300,400 სინჯის ოქროს ზოდი. ასეთი ზოდები უკვე გამოჩნდა მეზობელ ქვეყნებში რუსეთი, სომხეთი, თურქეთი…არ არის გამორიცხული ჩვენთანაც უკვე გაყიდვაში იყოს მსგავსი ვოლფრამიანი ზომიერი ზოდები. ერთადერთი გამოსავალია: თუ სურვილი გაქვთ იქონიოთ სუფთა ოქროს ზოდები, მაშინ თქვენ უშუალოდ უნდა შეიძინოთ იგი საქართველოს ეროვნულ ბანკში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

აღკეთეთ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა (ვიდეო)

Share

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com