ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / “ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა პრეზიდენტობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი დაასახელოს

“ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა პრეზიდენტობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი დაასახელოს

“პრაიმთაიმის” ინფორმაციით, “ქართული ოცნების” კანდიდატი შესაძლოა თავად ბიძინა ივანიშვილი იყოს

მმართველ გუნდში კონსულტაციები ამ თემაზე დაწყებულია და არაა გამორიცხული პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი დაასახელოს.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში 2018 წლის 26 აპრილს დაბრუნდა და ის ამჟამად პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეა.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის კოალიციამ გაიმარჯვა. 2012 წლის 25 ოქტომბერს პარლამენტმა მისი ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ივანიშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და როგორც თავად აცხადებდა, სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლა. ივანიშვილმა მთავრობის ხელმძღვანელად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

2012 წლის შემდეგ, ერთადერთი საარჩევნო კამპანია, რომელშიც მას მონაწილეობა არ მიუღია 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები იყო.

2018 წლის შემოდგომაზე კი, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია. „ქართულ ოცნებას თავისი კანდიდატი ჯერ არ წარუდგენია.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ფინეთში, დედაქალაქ ჰელსინკში აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართება

ფინეთში, დედაქალაქ ჰელსინკში აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართება. რუსეთის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com