ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა

“ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა

უმრავლესობა ლევან გოგიჩაიშვილის და ეკა ბესელიას შემდეგ კიდევ ერთმადეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა დატოვა.შედეგად “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში 115-კაციანი საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.

“მე დავტოვე უმრავლესობა, ფრაქციაც და პარტიაც. ვაგრძელებ დამოუკიდებელ დეპუტატად მუშაობას პარლამენტში. არავისთან ალიანსში არ შევდივარ.”-განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

“ქართულ ოცნებაში” 112 დეპუტატი დარჩა, რაც კონსტიტუციის ¾-ის უმრავლესობით მიღებისათვის არასაკმარისი რაოდენობაა, რადგან ასეთი კვორუმით კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას სულ მცირე 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.

მირანდა ფუტკარაია

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რა ხდება ამ წუთებში ხურვალეთში-რუსები შემოვიდნენ და გავიდნენ

  „დილით ადრე შევძლებთ, რომ ბაღები დავათვალიეროთ. შესაბამისი სტრუქტურები ადასტურებენ, რომ რუსები გავიდნენ. დადასტურდა,რომ ქალბატონი ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com