ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ქართულმა ოცნება“ მოიპარა არჩევნები და ის დაფინანსება, რომელიც ოპოზიციას ეკუთვნოდა“-მამუკა ხაზარაძე

„ქართულმა ოცნება“ მოიპარა არჩევნები და ის დაფინანსება, რომელიც ოპოზიციას ეკუთვნოდა“-მამუკა ხაზარაძე

“ქართულმა ოცნებამ” მოიპარა არჩევნები და ის დაფინანსება, რომელიც ოპოზიციას ეკუთვნოდა-“ოცნებამ”, რომელმაც მოიპარა ხმები, მიიღო უფრო მეტი დაფინანსება ბიუჯეტიდან. თუკი ყველა დანარჩენი პარტია, რომელიც იბრძვის, რომ გაყალბებულ არჩევნებს და მიტაცებულ ხმებს რაღაც მოუხერხოს, უარს იტყვის დაფინანსებაზე, მას მიისაკუთრებს “ქართული ოცნება”. დღეს “ოცნებამ” მიისაკუთრა არა მხოლოდ ხმები, არამედ სხვა პარტიებისგან მოპარული ხმების დაფინანსებაც. რეალობა არის ეს. ჩვენ უარს ვამბობთ საპარლამენტო დაფინანსებაზე და არა პარტიულ დაფინანსებაზე. რომ წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ ყველამ უარი ვთქვათ პარტიულ დაფინანსებაზე, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი პარტია დარჩება ამ ქვეყანაში. აქ არაფერი გაურკვევლობა არ არის, რადგან ეს კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. რაზეც პარტიები თანხმობას აცხადებენ, ნიშნავს, რომ მინიმალური დაფინანსება მაინც მიიღონ მოპარული ხმებიდან. ეს საჭიროა იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკურმა პარტიებმა მშენებლობა განაგრძონ”, –  ამის შესახებ “ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ პარტიების დაფინანსებაზე საუბრისას განაცხადა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“მოსკოველი მაყურებელი უნდა ვასიამოვნოთ”

“ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ შევძლებთ მოსკოველ მაყურებელს ვაჩვენოთ ჩვენი სპექტაკლი – ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი. არაჩვეულებრივი ...