ახალი ამბები
Home / არჩევნები / “ქართულმა ოცნებამ” თაღლითობიდან ნაბიჯი გადადგა ძარცვისკენ“-გიორგი მარგველაშვილი(ვიდეო)

“ქართულმა ოცნებამ” თაღლითობიდან ნაბიჯი გადადგა ძარცვისკენ“-გიორგი მარგველაშვილი(ვიდეო)

აქცია პარლამენტთან

გიორგი მარგველაშვილი: "ოპოზიცია არის ჩამოყალიბებული ხედვის მქონე ჯგუფი"გაიგე ამბავი 🔴#მაესტროზე 📺

Posted by Maestro TV on ორშაბათი, 25 ნოემბერი, 2019

ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინ ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე მივიდა და კომენტარი გააკეთა, სადაც „ქართული ოცნება“თაღლითად მოიხსენია.

არ მიიღებს საზოგადოება ამ შეურაცხყოფას, ამ თაღლითურ სქემას, რომელსაც ხელისუფლება სთავაზობს.

მე ვხედავ სრულ ერთიანობას და ძალიან მახარებს და მადლობა მინდა ვუთხრა ქართულ ოპოზიციას, რომ ერთად დგანან. მე ვხედავ ერთ სტაბილურ დღის წესრიგზე მდგომ ოპოზიციას. არ არის საინტერესო, რას გამოაცხობს ამ ეტაპზე “ქართული ოცნება” ე.წ. პოზიციის სახით. საინტერესო არის მხოლოდ ქართველი ხალხის ნება. ნება, რომელიც მე არ მინახავს შეცვლილი ბოლო 30 წელია. ქართული საზოგადოება სულ ამბობდა, ჩვენ ვართ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები. ნუ გვიშლით ამაში ხელს. ამის გარდა, დანარჩენი საინტერესო არ არის, რა განცხადებას გააკეთებენ, რა მოდელს შემოგვთავაზებენ.

.სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” თაღლითობიდან ნაბიჯი გადადგა ძარცვისკენ, იმიტომ რომ ძალა გამოიყენა. რაღაცის წართმევა ძალით, ეს არის ძარცვა. მე იმედი მაქვს, ვინმეს მაინც ექნება იმდენი შეგნება, რომ არ გადავიდეს ყაჩაღობისკენ. როდესაც შენ ადამიანს ართმევ რაღაცას და ის ადამიანი ხვდება, რომ შენ ართმევ და არ გაგდის თაღლითობა, მერე ძალას იყენებ და ეს არის ძარცვა. ვნახე, რომ ტენდენცია აბსოლუტურად გაუმართლებელი ყაჩაღობისკენ, რომ ძალით მოახდინონ ქვეყნის მიტაცება. არ გამოუვათ, არ გამოსვლია არავის. “ქართულმა ოცნებამ” უნდა დაანებოს თავი ჩაშლილ თაღლითურ სქემას და შეასრულოს დანაპირები”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამ წუთებში, ოპოზიციის ლიდერები და აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას ცოცხალი ჯაჭვით ცდილობენ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მარია ზახაროვა:„რუსული ენის კურსები, რომელიც თბილისში 2014 წლიდან ფუნქციონირებს,გაუგებარია, რატომ გამოიწვია ამან ახლა გარკვეული ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილება?“

~ საუბარი ეხება რუსული ენის კურსებს, რომელიც თბილისში 2014 წლიდან ფუნქციონირებს,  გაუგებარია, რატომ გამოიწვია ამან ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com