,,ქართული გენია როკვით განფენილი”-გრიგოლ რობაქიძე
1924 წლის 26 აპრილს ილიკო სუხიშვილი თავისმა კლასელმა სერგო ზაქარიაძემ ოპერაში დაპატიჟა.
ოპერაში მარია პერინის სტუდიის გოგონები ცეკვავდნენ.
იმ საღამოს ილიკოს ყურადღება მასზე 3 წლით უმცროსმა, 14 წლის მოცეკვავე გოგომ მიიქცია, რომელიც “ყვითელი მარგალიტი”-ს როლს ასრულებდა.
ილიკომ სასწრაფოდ მოძებნა წარმოდგენის პროგრამაში “ყვითელი მარგალიტის” გასწვრივ სახელი და გვარი
“ნინო, რქმევია, ნ ი ნ ო! ” -გაიფიქრა მან- “მასსავით ლამაზი სახელი … ნინო რამიშვილი…”
თაყვანისმცემლების სიმრავლეს მიჩვეული ნინო ყურადღებასაც არ აქცევდა ილიკოს, მაგრამ ბიჭი ჯიუტი იყო, ფეხდაფეხ დაჰყვებოდა…
მალე კი ბედნიერი შემთხვევაც მოხდა.
სუხიშვილი პერინის საბალეტო სტუდიაში მიიღეს და ცეკვისთვის მეწყვილეც გამოუძებნეს? ვინ? სწორედ ის, ვისაც ინატრებდა! ნინო რამიშვილი.
მას შემდეგ ერთმანეთს არ დასცილებიან, თუმცა ქორწილი არ ჰქონიათ და ცხოვრების ბოლომდე ოფიციალური რეგისტრაციაც კი არ გაუვლიათ.
მილანის ლა-სკალას თეატრში, სადაც სუხიშვილებამდე არც ერთი ერის ფოლკლორულ დასს ფეხი არ დაუდგამს, ქართველი მოცეკვავეების წარმოდგენის დასრულების შემდეგ, ოვაციების თანხლებით, ფარდა 14-ჯერ აიწია!!
და ამ მოვლენამ ლეგენდარული ტენორის, ენრიკო კარუზოს “რეკორდსაც” კი გადააჭარბა, რომლის გამოსვლის შემდეგ ლა-სკალაში ფარდა 11-ჯერ ასწიეს.
სუხიშვილების პოპულარობა თანდათან ზემოთ და ზემოთ მიიწევდა!
მათ თაყვანისმცემელთა შორის იყვნენ: ჯონ კენედი, ფიდელ კასტრო, ჯავაჰარლარ ნერუ, ინდირა განდი, პელე, ფრენკ სინატრა, ჟან გაბენი, ბრიჟიტ ბარდო, უოლტ დისნეი, ჩარლი ჩაპლინი…
ნიუ-იორკში, ბროდვეიზე, დასის წარმოდგენები წლის საუკეთესო შოუდ ორჯერ აღიარეს.
სუხიშვილების ანსამბლმა დედამიწის ხუთივე კონტინენტზე იმოგზაურა.
მათ 88 ქვეყანაში ჰქონდათ გამოსვლა.
დასის კონცერტებს 50 მილიონზე მეტი მაყურებელი დაესწრო.
….
ქართული სულის გადაფენა სცენიდან მილიონობით ადამიანისაკენ – მოახერხა ორმა სახელმა :
ნინო / ილიკო
ცეკვით დაპყრობილი 88 ქვეყანა! – ლეგენდა სახელად : “ილიკო და ნინო “
