ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ნუკრი ქანთარია:„ქართული საზოგადოება არასოდეს დაუჭერს მხარს ძალადობას და არ დადგება მოძალადეთა გვერდით“

ნუკრი ქანთარია:„ქართული საზოგადოება არასოდეს დაუჭერს მხარს ძალადობას და არ დადგება მოძალადეთა გვერდით“

 

 ოცნების  ერთ-ერთი  სახე  ნუკრი ქანთარია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე 7 ნოემბრის მოვლენებს ასე აფასებს. 

დღესაც, 11 წლის შემდეგ ისეთივე მტკივნეულია იმ 7 ნოემბრის სისასტიკე, რაც ნაციონალური მოძრაობის პირობებში ქართველმა ხალხმა არაერთხელ ვიწვნიეთ საკუთარ თავზე. დღეს ხელისუფლების მიერ დაშვებული რიგი შეცდომების გამო ისევ დავდექით იმ საფრთხის წინაშე, რომ ძალადობა და სისასტიკე, რაც სააკაშვილის ხელისუფლებისთვის იყო დამახასიათებელი და რაზეც ის რეჟიმი იდგა, კვლავ ცდილობს ქვეყნის მართვის სადავეების ხელში ჩაგდებას და ამას ოკუპანტი ქვეყნის პიარ-სპეციალისტების დახმარებით გეგმავს. მინდა იმედები გავუწბილო სისხლიანი რეჟიმის შემოქმედთ და ვუთხრა, რომ გამორიცხულია ქართულმა საზოგადოებამ, რაც არ უნდა გულგატეხილი იყოს ხელისუფლებაზე, ნაციონალების შემობრუნება დაუშვას. ეს არ მოხდება და მინდა ხალხის ხმა კარგად გაიგონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ფაქტობრივად მოგებული აქვთ და გარკვეულ თანამდებობსაც ინაწილებენ. ხელისუფლება ხალხის თანადგომით შეძლებს კიდევ ერთხელ უთხრას უარი ძალადობას არჩევნების მეორე ტურში და დაანახოს დამნაშავე რეჟიმს, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილში მათ მხარდაჭერა არ აქვთ“.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს აღარ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთადერთი კანონიერი მესაკუთრე მე ვარ“-ქიბარ ხალვაში

  ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ,,დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com