ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ქარ­თუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის დედა ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა

ქარ­თუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის დედა ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა

ჟურ­ნა­ლის­ტი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას “მთა­ვა­რი არ­ხის” გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

1958 წლი­დან ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე ტე­ლე­ვი­ზი­ის დიქ­ტო­რი გახ­და, შემ­დგომ­ში კო­მენ­ტა­ტო­რი, პროგ­რა­მე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, სა­მეც­ნი­ე­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი, სა­მეც­ნი­ე­რო, სა­ბავ­შვო, თე­ატ­რა­ლუ­რი თუ ხე­ლოვ­ნე­ბის ამა თუ იმ დარ­გი­სად­მი მი­ძღვნილ გა­და­ცე­მა­თა წამ­ყვა­ნი, ტე­ლე­გა­და­ცე­მე­ბის ავ­ტო­რი. მი­ღე­ბუ­ლი აქვს არა­ერ­თი ჯილ­დო, სი­გე­ლი და მე­და­ლი.

ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე იყო სა­ქარ­თვე­ლოს ჟურ­ნა­ლის­ტთა კავ­ში­რის წევ­რი. 1996 წელს მი­ღე­ბუ­ლი აქვს ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი. 1967 – სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტის წო­დე­ბა.

“ჩვე­ნი გა­ბუს და ჩვე­ნი და­თას, და ქარ­თუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის დედა გარ­და­იც­ვა­ლა.დიდი ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე აღარ არის … RIP“- ავ­რცე­ლებს ნიკა გვა­რა­მია.

ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე 1961-1962 წლებ­ში იყო კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, სა­დაც რამ­დე­ნი­მე როლი გა­ნა­სა­ხი­ე­რა. გა­და­ღე­ბუ­ლია კი­ნო­ფილ­მებ­ში: “ყვა­ვი­ლი თოვ­ლზე”, “თო­ჯი­ნე­ბი იცი­ნი­ან”, “პაპა გი­გია”, “არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა” და ტე­ლე­ფილმში “მზე ჭი­ქა­ში”

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“მოსკოველი მაყურებელი უნდა ვასიამოვნოთ”

“ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ შევძლებთ მოსკოველ მაყურებელს ვაჩვენოთ ჩვენი სპექტაკლი – ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი. არაჩვეულებრივი ...