ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / “ქართული ოცნების” მხარდაჭერა დღეს ნიშნავს, რომ შენ მხარს უჭერ ოცნებისა და წინა რეჟიმის (ორივე ჯგუფს ვგულისხმობ) შესაძლო კოალიციურ მმართველობას“

“ქართული ოცნების” მხარდაჭერა დღეს ნიშნავს, რომ შენ მხარს უჭერ ოცნებისა და წინა რეჟიმის (ორივე ჯგუფს ვგულისხმობ) შესაძლო კოალიციურ მმართველობას“

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი და “პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

“იცოდნენ, მაგრამ ვითომ არ იცოდნენ!
გარიგდნენ, მაგრამ ვითომ არ გარიგებულან! გიყურებენ, არ რცხვენიათ, უნიჭოდ ცრუობენ და ჰგონიათ, რომ ტყუვდები.

სწორედ ეს ახასიათებს პროვინციალიზმს – ურცხვი მანევრირება, ყველაფრისმკადრებლობა და მერე ამ ურცხვობის გამართლება. აქ არავის უწითლდება ლოყა სირცხვილისგან. აქ საჭირო არაა სირცხვილი.

მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა გარიგების საეტაპო ნაწილი. ბოლო კადრში ცდილობენ იხილოთ წინა და მოქმედი ხელისუფლებების შერწყმული მმართველობა… და თან, დაგარწმუნონ, რომ არაფერი გაუყალბებიათ, თქვენ თავად გააკეთეთ, თურმე, ამგვარი არჩევანი.

ვიმეორებ: “ქართული ოცნების” მხარდაჭერა დღეს ნიშნავს, რომ შენ მხარს უჭერ ოცნებისა და წინა რეჟიმის (ორივე ჯგუფს ვგულისხმობ) შესაძლო კოალიციურ მმართველობას.

დამიჯერეთ, ტყუილად არ ვამბობ, რასაც ვამბობ. თუ არ გინდათ, რომ ეს თეორია (რომელიც გარიგების საკვანძო მიზანია) პრაქტიკულად განხორციელებული იხილოთ, გამოფხიზლდით! გაერთიანდით ჩვენთან, ჩვენს გარშემო!!!

ჯერ აქედან დავიწყოთ, გამოფხიზლებიდან.” – წერს ირმა ინაშვილი.

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ვინ ააგორა ცილისმწამებლური სკანდალი მეუფე გიორგი ჯამდელიანის წინააღმდეგ?- „გამოვათრევთ ბოკერიას და ვაგებინებთ საჯაროდ პასუხს“(ვიდეო)

Posted by Sandro Breg on ორშაბათი, 25 მაისი, 2020 „არასამთავროები ცდილობენ მეუფე გიორგი ჯანდელიანის წინააღმდეგ ...