ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ქართული ოცნება – назад в СССР !!!-ხომ გინდოდათ ბევრს საბჭოეთში დაბრუნება ???“-სანდრო ბრეგაძე

„ქართული ოცნება – назад в СССР !!!-ხომ გინდოდათ ბევრს საბჭოეთში დაბრუნება ???“-სანდრო ბრეგაძე

ჩავარდნილ პროპორციულ არჩევნებზე, მშვიდობიანად დაშლილ აქციაზე, ოცნებისა და ნაცების შეხმატკიბილებაზე -რუსულ სივრცეში დაბრუნებაზე, „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოს ტ ს აქვეყნებს:

„მე ხომ მაინც ვიცი(5 წელი ერთად ვიყავით პარლამენტში)ახლა მიშა სკაიპით სუყველაფერს აგინებს ვაშაძეს,ბოკერიას,უგულავას და სხვა მონებს – “ისე როგორ დააშლევინეთ მიტინგი,რომ ერთი კაციც ვერ გაალახიეთ თქვენი სუყველაფერი …….

თქვე ს..ბოო” – არადა თვითონ კიევის რომელიმე უძვირეს რესტორანში ზის თბილად ,ამ დროს ჩვენი ბალერონი “რევოლუციონერი” ფიქრობს – ეს იქ “გულაობს” და მე აქ ორმეტრიან სპეცრაზმელებს უნდა ვაცემინონ თავიო ?! – არ გამოვა ამ “შტაბკვარწირებისგან” არც მაჰათმა განდები და არც ჩეგევარები,სუყველა ნაცზე უკეთესად თუ ირაკლი წერეთელმა არ იმოქმედოს მე ვიყო გიგა მაქარაშვილი !!!

00:58IRI-ს სოციოლოგიური კვლევის თანახმად მომავალ პარლამენტში კვლავ მხოლოდ ქართული ოცნება,ნაცები,ბოკერია მოხვდებიან,ფასადის შესაქმნელად ალბათ კიდევ ერთ პარტიას შეიყვანენ და მორჩა-ბასტა,დამთავრდა თქვენი არჩევნებიც,დემოკრატიაც,ჭრელი პარლამენტიც!!!

უფრო მეტიც-ცის კაბადონზე ამობრწყინებული ახალი პოლიტიკური ვარსკვლავის დიმიტრი ხუნდაძის ინციატივით-პროპორციული არჩევნები საერთოდ გაუქმდება და პარლამენტი ხალხის ძარცვით გამილიონერებული ბანდიტი-მაჟორიტარებით დაკომპლექტება,ამ შემთხვევაში კი ქართულ ოცნებას 99% გარანტირებული აქვს და პარლამენტში მარტო ერთი პარტია იქნება !!!

გიხაროდეს ქართველო ერო – თბილისი ფხენიანად გადაიქცევა,მალე სიმღერებს დააზეპირებინებენ ბავშვებს მმართველ პარტიაზე,ლექსებს მიუძღვნიან ძია დიმიტრი ხუნდაძეს და ძია დაჩი ბერაიას,ენზელ მკოიანის ბიუსტებს დადგამენ ყველა სკვერში,კოკა-კოლას რეკლამის ადგილას ოცნების პარტიული ლიდერების ფოტოებს გამოფენენ,იქნება დიადი და წყვდიადი !!!

ხომ გინდოდათ ბევრს საბჭოეთში დაბრუნება ??? ხომ გენატრებოდათ 37 მანეთიანი თვითმფრინავის ბილეთები,220 მანეთი ხელფასი,ახალი ვოლგა და ხრუშოვ-ბრეჟნევის ეპოქა ??? ა ბატონო-ასრულდა თქვენი ქართული ოცნება – назад в СССР !!!“-აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მარია ზახაროვა:„რუსული ენის კურსები, რომელიც თბილისში 2014 წლიდან ფუნქციონირებს,გაუგებარია, რატომ გამოიწვია ამან ახლა გარკვეული ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილება?“

~ საუბარი ეხება რუსული ენის კურსებს, რომელიც თბილისში 2014 წლიდან ფუნქციონირებს,  გაუგებარია, რატომ გამოიწვია ამან ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com