ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ ლუდის ბრენდები და ნატურალური წვენი ,,ჩერო’’ ჩინეთის ბაზარზე

,,ქართული ლუდის კომპანიის’’ ლუდის ბრენდები და ნატურალური წვენი ,,ჩერო’’ ჩინეთის ბაზარზე

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შაინხაიში, 5 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით გამართულ “ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპო 2019” – ზე ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანია’’ სრულ ასორტიმენტს წარმოადგენს. “აწარმოე საქართველოში” და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელშეწყობით, გამოფენაზე წარმოდგენილია ქართული კუთხე, სადაც სივრცეები დათმობილი აქვს 33 კომპანიას. ,,აღნიშნულ გამოფენაზე ჩვენი მიზანია ისეთ მნიშვნელოვან ბაზარზე, როგორიც არის ჩინეთი ახალი პარტნიორების მოძიება და ბიზნეს ურთიეროთობების კიდევ უფრო გაღრმავება. ამ დრომდე ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ პორტფელიდან ჩინეთის ბაზარზე წარმოდგენილი ვართ მხოლოდ ლუდის ბრენდებით და ნატურალური წვენით ,,ჩერო’’. დღეს გამოფენის მეორე დღეა და უკვე არსებობს საკმოდ დიდი ინტერესი ასორტიმენტში არსებული სხვა პროდუქტების მიმართაც, მათ შორის უალკოჰოლო ლუდზე და ზედაზენის ლიმონათზე. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ ზოგადად ქართული პროდუქტის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია, კონკრეტულ შედეგებზე საუბარს კი უკვე გამოფენის დასრულების შემდეგ შევძლებთ.’’ – ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ მარკეტინგის ხელმძღვანელი მიხეილ ქურდაძე აღნიშნული გამოფენა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით იმართება. საშუალოდ გამოფენაზე 151 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი იყრის თავს, ძირითადად აზიისა და ევროპის ქვეყნებიდან. მას საშუალოდ 800 000 უნიკალური სტუმარი სტუმრობს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ცეკვით დაპყრობილი 88 ქვეყანა!-სუხიშვილები იუბილარია (ვიდეო)

ქართული ეროვნული ბალეტი, საზოგადოებაში უფრო მეტად ცნობილი, როგორც სუხიშვილები ან სუხიშვილი — ქორეოგრაფიული ანსამბლი, დაარსდა 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით. ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com