ახალი ამბები
Home / ანალიზი / ქართველ ისტორიკოსს მარიკა ლორთქიფანიძეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ

ქართველ ისტორიკოსს მარიკა ლორთქიფანიძეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახურში განუცხადეს, 11 იანვარს, სიონის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება, 15.00 საათზე მარიკა ლორთქიფანიძეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი მარიკა ლორთქიფანიძე გუშინ 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. მარიკა ლორთქიფანიძე 1922 წელს დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1947 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად, 1956 წლიდან უფროს მეცნიერ–თანამშრომლად, 1966 წლიდან წამყვან მეცნიერ–თანამშრომლად, 1972–78 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ. არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. 2000 წელს დააჯილდოეს ღირსების ორდენით. გამოქვეყნებული აქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

დარეჯან მეფარიშვილი:. „ სააკაშვილის შვილი „ჩერდაკში“ აღარ ცხოვრობს…? სააკაშვილს შევახსენებ რა თანხები გაფლანგა..“

 ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაფლანგულ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com