ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ქართველი რეჟისორის ფილმი ბერლინალეზე 2017 წლის საუკეთესო კინონამუშევრად დაასახელეს

ქართველი რეჟისორის ფილმი ბერლინალეზე 2017 წლის საუკეთესო კინონამუშევრად დაასახელეს

ქართველმა რეჟისორმა ალექსანდრე კობერიძემ ფილმისათვის   “ნეტავ ზაფხული არ დადგეს  არასდროს”  ბერლინალეს  საერთაშორისო  68-ე კინოფესტივალზე კინოკრიტიკოსთა ასოციაციის პრიზი დაიმსახურა. ფესტივალი ტარდება   გერმანიაში ყოველი წლის თებერვალში _  15-დან   25 რიცხვამდე.   ახალგაზრდა  კინორეჟისორის ფილმი დაასახელეს,  როგორც საუკეთესო  ექსპერიმენტალური ნამუშევარი.

 

 

კინოსურათი “ნეტავ ზაფხული არ დადგეს არასდროს”, რომელიც  საქართველოსა და გერმანიის ერთობლივი პროექტია, 2017 წლის ზაფხულში გახდა მარსელის კინოფესტივალის ორგზის გამარჯვებული _ მიიღო გრანპრი და პრიზი საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის.

ფილმში რეჟისორის მშობლიურ  თბილისში მცხოვრები ადამიანების (ფილმის მთავარი პერსონაჟების) ცხოვრებაა გადმოცემული თავისი  სევდითა და  ტკივილით, სიყვარულითა და ომის ნაკვალევით . მთავარ როლებს ასრულებენ მსახიობები მათე კევლიშვილი და გიორგი ბოჭორიშვილი.

ბერლინალე, რომელიც დაარსდა 1951 წელს,  კინოს სამყაროში, ისე როგორც კანისა და ვენეციის ფესტივალები,  ერთ-ერთი პრესტიჟული და მასშტაბური კინოფესტივალია.

მოამზადა ლალი გაბუნიამ

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი გახარია:„ ივანიშვილს მოსწონს ეს რეალობა და რას ნიშნავს ცოცხის გაცოცხლება 9 წლის შემდეგ?-თუ როგორ აფასებს რეალობას, რომელიც საქართველოში დღეს ხდება?“

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს„ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო. მან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წავიდა და ...