ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ფრთხილად ვირუსია:ახალმა კომპიუტერულმა ვირუსმა 54 ქვეყანაში 500 ათასი კომპიუტერული მოწყობილობა დააინფიცირა

ფრთხილად ვირუსია:ახალმა კომპიუტერულმა ვირუსმა 54 ქვეყანაში 500 ათასი კომპიუტერული მოწყობილობა დააინფიცირა

ახალმა კომპიუტერულმა ვირუსმა 54 ქვეყანაში 500 ათასი კომპიუტერული მოწყობილობა დააინფიცირა. ამის შესახებ ამერიკული სატელეკომუნიკაციო კომპანია „Cisco Systems“ იუწყება.

დამაზიანებელი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც პირობითად „VPNFilter“ უწოდეს, ქსელურ აპარატურას ანადგურებს, კონკრეტულად კი როუტერებსა და დისკებს. პროგრამის მეშვეობით ბოროტმოქმედებს შეუძლიათ არა მხოლოდ მოიპარონ მონაცემები საიტებიდან, არამედ მწყობრიდან გამოიყვანონ ციფრული მოწყობილობები.

კომპანიის ექსპერტების განცხადებით, ვირუსი 54 ქვეყანაშია გავრცელებული, განსაკუთრებულად აქტიურად კი – უკრაინაში.

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის შენება გაგრძელდეს- შენება არ უნდა შეჩერდეს არცერთი წამით“-გიორგი გახარია

„ველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის შენება გაგრძელდეს. შ.ენება არ უნდა შეჩერდეს არც ერთი ...