ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი:„კარგად ვიცით, რა სიტუაციაა ადმინისტრაციულ საზღვართან,კონფლიქტი დიპლომატიური გზით უნდა გადაიჭრას-რუსეთის აქტიური ჩართულობაც აქ გარდაუვალია“

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი:„კარგად ვიცით, რა სიტუაციაა ადმინისტრაციულ საზღვართან,კონფლიქტი დიპლომატიური გზით უნდა გადაიჭრას-რუსეთის აქტიური ჩართულობაც აქ გარდაუვალია“

 

 

„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, საქართველოს პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „მიუხედავად იმისა, რას ვნახავთ ადმინისტრაციულ საზღვართან, კარგად ვიცით, რა სიტუაციაა იქ,ოლო თვეებია გახშირდა ამ საზღვრების გავლება და კონტროლი, ეს საზღვრის გავლება კი ცუდად მოქმედებს ჩვეულებრივ ადამიანებზე, რომლებიც ორივე მხარეს ცხოვრობენ.როცა საქართველოზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება, არ ვთქვათ იმ დიდ გამოწვევასა და პრობლემაზე, რასაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას ეხება. თქვენ ახსენეთ, რომ ეს სიტუაცია არ უნდა იყოს და მოინახოს კონფლიქტის გადაჭრის გზები. მინდა გავიხსენო, როცა 2008 წელს პირველად ვიმყოფებოდი საქართველოში, ეს იყო ივლისის ბოლოს, მაშინ გვინდოდა მოგვეძებნა გამოსავალი, რომ არ მომხდარიყო ეს კონფილიქტი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით. ვიცი, რომ თქვენი მთავრობა ეძებს გამოსავალს, რომ დიპლომატიური გზით გადაიჭრას კონფლიქტი და რა თქმა უნდა, აქ ჩართული უნდა იყოს მეორე მხარეც და რუსეთის აქტიური ჩართულობაც აქ გარდაუვალია,“ აღნიშნა შტაინმაიერმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორაა“-მამუკა ხაზარაძე

  საქართველოს პროკურატურა ჩემთვის არის ძალიან არაკომპეტენტური, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორა. შესაბამისად, იცით, რომ საქმე ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com