ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ფინეთში, დედაქალაქ ჰელსინკში აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართება

ფინეთში, დედაქალაქ ჰელსინკში აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართება

ფინეთში, დედაქალაქ ჰელსინკში აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრა ხელს შეუწყობს ურთიერთობების კრიზისიდან გამოსვლას.

აღსანიშნავია, რომ გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს და აშშ-ს ინტერესებს პასუხობს.

„მივიჩნევ, რომ მნიშვნელოვანია მათი შეხვედრა. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ ტრამპის შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან ამერიკისთვის უფრო ხელსაყრელ პირობებს შექმნის“, – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com