ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ფეისბუქის“ აქციონერები კომპანიის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ

„ფეისბუქის“ აქციონერები კომპანიის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ

„ფეისბუქის“ აქციონერები კომპანიის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, აქციონერთა ნაწილი ამ მოთხოვნას აყენებს აქციონერთა ყოველწლიური შეკრების წინ, რომელიც 30 მაისისთვის არის დაგეგმილი.

მათი მოთხოვნა გამოქვეყნებულია ამერიკის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის ვებგვერდზე.

დოკუმენტის თანახმად, კომპანიის ხელმძღვანელობის მთელი რიგი შეცდომების გამო, კომპანიამ 2018 წლის ივლისიდან შეფასებითი ღირებულების 40 % დაკარგა. განცხადების ავტორები ამ დანაკარგისთვის პასუხისმგებლობას უშუალოდ მარკ ცუკერბერგს აკისრებენ, რომელიც, მათი განცხადებით, ერთპიროვნულად მართავს კომპანიას.

აქციონერების შეთავაზებაა, რომ კომპანიის მუშაობის ოპტიმიზაციისთვის, სხვა საკითხებთან ერთად, მარკ ცუკერბერგის ნაცვლად „ფეიბუქის“ დირექტორთა საბჭოს ხელმღვანელის თანამდებობაზე დამოუკიდებელი პირი აირჩიონ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ოქრუაშვილი ხალვაშის 100-პროცენტიანი წილის დაყადაღებას მოითხოვს-ოქრუაშვილმა ხალვაშს ტელეკომპანიის შესაძენად 7.7 მილიონი დოლარი ასესხა

    „რუსთავი2“-ის ამჟამინდელი მფლობელიაგან  თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანიის წილს ითხოვს. ქიბარ ხალვაშის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com