ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ფარცხალაძის შავბნელი ბიზნესსაქმეები: საპარტნიორო ფონდში“ აცხადებენ, რომ მათსა და ქართულ-ებრაულ კომპანია Elbit-ისერთობლივ ბიზნესპროექტთან ოთარ ფარცხალაძეს შეხება არასდროს ჰქონია

ფარცხალაძის შავბნელი ბიზნესსაქმეები: საპარტნიორო ფონდში“ აცხადებენ, რომ მათსა და ქართულ-ებრაულ კომპანია Elbit-ისერთობლივ ბიზნესპროექტთან ოთარ ფარცხალაძეს შეხება არასდროს ჰქონია

საპარტნიორო ფონდში“ აცხადებენ, რომ მათსა და ქართულ-ებრაულ კომპანია Elbit-ისერთობლივ ბიზნესპროექტთან – სამოქალაქო თვითმფინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელ ქარხანასთან (ATC) ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შეხება არასდროს ჰქონია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფონდის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ და ATC-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა რეზო ტყავაძემ განუცხადა, ფარცხალაძის ადვოკატის მიერ დღეს გაჟღერებული ინფორმაცია აბსოლუტურად მცდარია.

„ამ ინფორმაციას არ ვადასტურებთ. ეს ინფორმაცია იყო აბსოლუტურად მცდარი და გადაუმოწმებელი, რადგან ბატონ ოთარ ფარცხალაძეს არასდროს მიუღია ანაზღაურება თუ გასამრჯელო ჩვენი ერთობლივი საწარმოსგან. იგი არც თანამშრომელია, არც კონსულტანტი, მასთან არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა არ გვაკავშირებს“, – აღნიშნა ტყავაძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე 5 წელია, რაც ბიზნესშია და მისი შემოსავლის მთავარი წყარო ქართულ-ებრაული კომპანია Elbit-ის ბიზნესპროექტია. ყოფილი მთავარი პროკურორის ბიზნესსაქმიანობაზე მისმა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ისაუბრა. ადვოკატის თქმით, Elbit-ის პროექტი ოთარ ფარცხალაძისთვის ერთ-ერთი საამაყოა.

„არის ერთ-ერთი კომპანია Elbit-ი, რომელიც უშვებს ბოინგის დეტალებს. ამ პროექტით ოთარ ფარცხალაძე ამაყობს. ეს კომპანია არის ქართულ-ებრაული და საკმაოდ წარმატებულია. ეს არის ერთ-ერთი ის პროექტი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად. ეს არის მისი ძირითადი ბიზნესი“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავის ნაწილების წარმოება ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ს ჯერ არ დაუწყია. სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა მაისში დასრულდა. პროექტი „საპარტნიორო ფონდის“ თანადაფინანსებით განხორციელდა. ასევე აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო თვითმფინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა (ATC) პირველ პროდუქციას 2019 წლის დასაწყისში გამოუშვებს, მას შემდეგ, რაც სერტიფიცირებას გაივლის.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი-ირაკლი გოგოლაძე-სოციალური დახმარება „პლიტის“ ჩართვის გამო მოუხსნეს,ის ძიმე მდგომარეობაშია“…(ვიდეო)

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი „ სასწრაფოდ !!! გაავრცელეთ ამ სამარცხვინო ფაქტის შესახებ მთელმა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com