ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ფარული ჩანაწერი-„ეს არის უბინძურესი პროვოკაცია, სიბინძურე და ფალსიფიკაცია, რომელიც დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის მიერ“-ირაკლი ღარიბაშვილი

ფარული ჩანაწერი-„ეს არის უბინძურესი პროვოკაცია, სიბინძურე და ფალსიფიკაცია, რომელიც დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის მიერ“-ირაკლი ღარიბაშვილი

https://www.facebook.com/watch/live/?v=534262577536545&ref=watch_permalink

„პირველის“ ეთერში გასული ფარული ჩანაწერის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა და მაუბინძურესი პროვოკაცია, სიბინძურე და ფალსიფიკაცია უწოდა.

„ფარული ჩანაწერები ეს არის უბინძურესი პროვოკაცია, სიბინძურე და ფალსიფიკაცია, რომელიც დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის მიერ. მე არ მსურს მდარე ხარისხის ბინძურ პროვოკაციაზე პასუხის გაცემა. ეს ჩანაწერები არის ფაბრიკაცია- 11 წლის წინანდელი, ამით გამოჩნდა. რომ გვისმენდნენ 11 წლის წინათაც.

რაც შეეხება მინისტრების დარეკვას, ამის შესახებ მინდა გითხრათ, რომ მე ვხელმძღვანელობდი საქველმოქმედო „ქარუ“ფონდს, ბუნებრივია, მქონდა შეხება მინისრებთან, სააკაშვილის მეუღლესთანაც გვიწევდა შეხვედრა და საუბარი. გიული ალასანია გვსტუმრობდა ხშირად ფონდში და პირდაპირი კომუნიკაცია მქონდა თითქმის ყველა მინისტრთან. ეს 2017 წლის ფარული ჩანაწერია, როცა მე დავტოვე მინისტრთა კაბინეტი და ვიყავი ბიზნესში.“-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ტვ „პირველშიშეჭრა სრული აბსურდია.

„რაც შეეხება ვ პირველს ,დაზარალებული მე ვარ, რაომ მისმენდნენ კერძო პირს და რატომ უსმენდნენ არასრლწლოვანს? მაშინ არც ბიძინა არ იყო პოლიტიკაში და არც ქართული ოცნება არ არსებობდა, სწორედ ეს არის გამოსაძიებელი. რაც შეეხება დანაშაულს, დანაშაული არ მომხდარა, ერთი ფაქტი მომიყვანეთ ძალადობის. ბატონმა ანზორმა განმარტა, თ რაში იყო საქმე- მაშინ ბერა ივანიშვილის ლიკვიდაციაზე იყო საუბარი,იყო მუქარები. სწორედ ამის გამო მოხდა მოკლევა, ვინ და რატომ ემუქურებოდა ბერას. მე ვიტყვი, რომ ეს ჩანაწერი არის სიყალბე და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ვპასუხობ, თქვენს შეკითხვას. რაც შეეხება ტვ პირველის ინფორმაციას, რომ თითქოსდა იგეგმება ტელევიზაში შეჭრა, ეს არის სრული აბსურდი, ეს შორეულ წასულში 2012 წელს მოხდა, რაც ჩავაბარეთ წარსულს.“

ოპოზიციასან დიალოგსა და გიორგი რურუას და ნიკა მელიას გათავისუფლების შესახებ პრემიერი აცხადებს, რომ მელიას შეუძლია გადაიხადოს გირაო და გამოვიდეს ციხიდან, ხოლო ოპოზიციამ დაჯერდეს ეუთო ოდირის შეფასებებს.

„ბაონ მელიას შეუძლია გადაიხადოს გირაო და გამოვიდეს ციხიდან ნებისმერ დროს- რაც შეეხება არჩევნებს, ის ეუთო ოდირმა შეაფასა, როგორც დემოკრატიული, კონკურენტული და მშვიდობიანი-ბრალდებები არჩევნების გაყალბებაზე აბსურდულია. ჩვენ გვინდა დასრულდეს ოპოზიციასან დიალოგი შედეგით,შევიდნენ პარლამენტში, საკონმდებლო ორგანომ სრულყოფილად დაიწყოს ფუნქციონირება და ქვეყანა დამშვიდდეს“-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

https://www.facebook.com/watch/live/?v=534262577536545&ref=watch_permalinkხ

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ეკლესიაში ჩაბუდებული შადიმანები ჩვენს პატრიარქს აუჯანყდნენ“

„ახლა როცა „ეკლესიაში ჩაბუდებული შადიმანები ჩვენს პატრიარქს აუჯანყდნენ!ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ დაირაზმნენ! „ერთადერთი რაც ქართველ ხალხს ...