ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ფარული კადრების გამავრცელებელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდის) ყოფილი თანამშრომელია

ფარული კადრების გამავრცელებელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდის) ყოფილი თანამშრომელია

ფარული ჩანაწერების საქმე – პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტით ისევ გავრცელდა.

პირი, რომელმაც ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი “ფეისბუქის”-ს პირად გვერდზე გაავრცელა, მორიგი კადრების გამოქვეყნებითაც იმუქრება. ინტერნეტმომხმარებლის “ფეისბუქ”- სტატუსებიდან ირკვევა, რომ წინა შემთხვევაშიც ვიდეო მან ატვირთა.

როგორც აღნიშნული პირი სოციალურ ქსელში წერს, მას არაერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა აქვს, რომელსაც ეტაპობრივად გაავრცელებს. აღნიშული პირი, რომელსაც “ფეისბუქის” გვერდზე საკუთარი ფოტოები უდევს, მეგობრებს სთხოვს, რომ ვიდეო მალე გაავრცელონ, რადგან “ფეისბუქი” ბლოკავს.

ამასთან, სოციალურ ქსელის მეშვეობით ირკვევა, რომ აღნიშნული პირი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია.

ასევე ვრცელდება ცნობა, რომ ფარული კადრების გამავრცელებელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდის) ყოფილი თანამშრომელია – ამის თაობაზე ინფორმაცია “მარშალპრესს” წყარომ მიაწოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რეაგირება მოახდინეს და “ფეისბუქის” ადმინისტრაციის დახმარებით ვიდეომასალა წაიშალა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სსკ-ს 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება.

 სააგენო „მარშალპრესის“ მიხედვი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს ლარის კურსი არის მართული ეროვნული ბანკის მიერ და ლარს გამყარების საშუალებას არ აძლევს“-რომან გიცირიძე

 რომან გოცირიძე საბანკო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და ლარის კურსზე კომენტარს აკეტებს: „საოცარი ამბები ხდება საბანკო ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com