ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / უხვი ნალექის შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაზიანდა ინფრასტრუქტურა, სოფელი ლეღვანი კი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი

უხვი ნალექის შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაზიანდა ინფრასტრუქტურა, სოფელი ლეღვანი კი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

 

უხვი ნალექის შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაზიანდა ინფრასტრუქტურა, სოფელი ლეღვანი კი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სერიოზული პრობლემები შექმნა: სოფლებში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით, დაზიანდა ხიდ-ბოგირები, ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი ფართები და დამხმარე ნაგებობები.

ამ დროისთვის სპეცტექნიკით გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ლეღვანში, მარელისში, მოლითი-ჩუმათელეთის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც ჩამოწოლილია მეწყერი. ხარაგაულის მერიაში საგანგებო შტაბი შეიქმნა, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. მერიის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ სამაშველო ჯგუფები, იმერეთის სამხრეოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მგონი ყველა გავგიჟდებით, ვინც ცოცხლები დავრჩებით-დახმარებების გაცემაც მთავრდება, 20 წლის ნალოლიავები ფონდიც გაკოტრდა..“

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში დავით კინწურაშვილი–საქველმოქმედო ფონდი “მომავლის გზა”დამფუძნებელი „მგონი ყველა გავგიჟდებით ვინც ცოცხლები დავრჩებით😢😢😢ერთი დღე ...