ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ”უჩქმიტე სალომეს”, ”შეურჭე ბიძინას”-„ჩვეულებრივი ამბავი გახდება საჯარო სამსახურებში. მინისტრების და დეპუტატების თოჯინების წარმოების ბიზნესიც სწარაფად განვითარდება და ლარიც გამყარდება“-რომან გოცირიძე

”უჩქმიტე სალომეს”, ”შეურჭე ბიძინას”-„ჩვეულებრივი ამბავი გახდება საჯარო სამსახურებში. მინისტრების და დეპუტატების თოჯინების წარმოების ბიზნესიც სწარაფად განვითარდება და ლარიც გამყარდება“-რომან გოცირიძე

 პარლამენტარი რომან გოცირიძე ჩვეული იუმორით აღჭერს ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს:

„წინა კვირას ჰარვარდში მორიგი ანტინობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდა. ნობელის პრემიის პარალელურად, ნამდვილ მეცნიერებს ენიჭებათ პრიზი, რომელსაც ყველაზე უცნაური და უაზრო სამეცნიერო გამოგონებებისათვის გადასცემენ. მაგალითად, წინა წლებში ერთ-ერთმა გამარჯვებულმა პრემია მიიღო იმისათვის, რომ დაასკვნა:თურმე წყალში უფრო სწრაფად ყოფილა შესაძლებელი ცურვა, ვიდრე შაქრიან სიროპში. არც წლევანდელი გამარჯვებულები ჩამორჩნენ იდიოტობაში: ერთმა ლაურატმა დაამტკიცა, რომ კანიბალიზმი არ იყო შიმშილით გამოწვეული მოვლენა, რადგან ადამიანის ხორცე რამდნჯერმე ნაკლებკალორიულია, ვიდრე მამონტის😄
ჩვენთვის რა თქმა უნდა ყველაზე საინტერესო ანტინობელის ეკონომიკური ნაწილი იყო, რომელშიაც გამარჯვება კანადელ მეცნიერებს ერგოთ. თურმე, სამუშაო ადგილებზე შრომის ნაყოფიერების ამაღლებას ხელს უწყობს უფროსის სახით წარმოდგენილი თოჯინისადმი აგრესიის გამოხატვა. ამ მიზნით განსაკუთრებით გამოსდეგი ყოფილა ვუდუს ტომის რბილი თოჯინა, რომელსაც ნემსებიც შეიძლება შეარჭო.
ბევრ ჩვენგანსაც მოეწონება ეს რჩევა და წარმატებით გამოიყენებს ამ მეთოდს. ”უჩქმიტე სალომეს”, ”შეურჭე ბიძინას”-ჩვეულებრივი ამბავი გახდება საჯარო სამსახურებში. მინისტრების და დეპუტატების თოჯინების წარმოების ბიზნესიც სწარაფად განვითარდება და ლარიც გამყარდება.
საქართველოსაც გაუჩნდა კარგი შანსი მომავალ წელს პრეტენზია განაცხადოს ამ პრიზზე.
გთავაზობთ რამდენიმე შესაძლო კანდიდატს. გთხოვთ გამოჰყოთ ყველაზე კონკურენტუნარიანი და ოფიციალურად გავაგზავნი იგნობელის კომიტეტში.
1. ეკონომიკა: აკაკი ზოიძე- ”მარიხუანას პლანტაციები ლარს გაამყარებს”.
2. არქეოლგია. სალომე ზურაბიშვილი.- ”სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეიძლება გათხარო”
3. ფსიქოლოგია და ჰიპნოზი: საქართველოს მთავრობა- ”როგორ ვერ უნდა გაიგონო ასი ქარხნის გუგუნი, როგორ ვერ უნდა შეიგრძნო ასი ქარხნის კვამლის სუნი და როგორ ვერ უნდა დაინახო ასი ქარხნის შენობა-ნაგებობები”.
4. პოლიტიკა და საზოგადოებასთან ურთიერთობა: საზოგადოებრივი მაუწყებელი:”როგორ წავღლიტოთ სახელმწიფო ბიუჯეტს 55 მილიონი, ისე, რომ ყურების რეიტინგი არ აღემატებოდეს 2 პროცენტს”.
5. მედიცინა: გუგული მაღრაძე-” სიღარიბის ზრდის დადებითი გავლენა ჭარბწონიანობის შემცირებაზე”.
თუ სხვა წინადადებებიც გექნებათ, აქვე ჩაწერეთ. აუცილებლად ვაპირებ გაგზავნას.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

სკანდალი-რეკეტი სახელმწიფოს სახელით: როგორ სძალავდნენ “ომეგა ჯგუფს” მანქანებს მინისტრებისთვის -video)

როგორ სძალავდნენ "ომეგა ჯგუფს" მანქანებს მინისტრებისთვის რეკეტი სახელმწიფოს სახელით: როგორ სძალავდნენ "ომეგა ჯგუფს" მანქანებს მინისტრებისთვის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com