ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / უფლისციხეში ექსკურსიის დროს 7 წლის ბიჭი ძეგლ-ნაკრძალის ტერიტორიაზე სიმაღლიდან გადმოვარდა

უფლისციხეში ექსკურსიის დროს 7 წლის ბიჭი ძეგლ-ნაკრძალის ტერიტორიაზე სიმაღლიდან გადმოვარდა

 

 

„კლინიკაში შემოყვანისას ბავშვს აღენიშნებოდა წვივის ძვლის მოტეხილობა და სახის არეში ესკორაციები. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, წვივის მოტეხილობის გამო, კიდურზე თაბაშირის ნახვევი დაედო და დაუმუშავდა სახის არეში არსებული ესკორაციები. პაციენტი გაეწერა კლინიკიდან და გააგრძელებს ამბულატორიულ მკურნალობას“, – განაცხადა ტრავმატოლოგმა კოტე ლაცაბიძემ.

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ხელმძღვანელის განცხადებით, ბავშვი დაახლოებით 3-4 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდა.

„უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟებულია ბარიერები, როგორც ჩანს, ექსკურსიაზე მყოფი მოზარდი სწორედ ამ გალავანზე ავიდა და იქიდან გადმოვარდა. მუზეუმის ტერიტორიაზე არის სპეციალური გაფრთხილებები უსაფრთხოებისთვის, თუმცა, მცირეწლოვანი ბავშვების თანმხლებმა პირებმაც მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ“, – განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორმა ბადრი გასპაროვმა.

უფლისციხეში ექსკურსიის დროს პირველკლასელი დაშავდა. 7 წლის ბიჭი ძეგლ-ნაკრძალის ტერიტორიაზე სიმაღლიდან გადმოვარდა. დაცემისას მოზარდმა სხეულის დაზიანებები მიიღო. დაშავებული კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ქმარი(ვაშაძე) რუსულ ოკუპაციას ებრძვის და ცოლი(ანანიაშვილი) ამ დროს კრემლშია

Share

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com