ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / უფლებადამცველი საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენი გიორგი თევზაძე-„ომის ვეტერანები ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებულ, მუდმივ მზრუნველობას უნდა გრძნობდნენ, რასაც დღემდე მოკლებული არიან“ (ვიდეო)

უფლებადამცველი საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენი გიორგი თევზაძე-„ომის ვეტერანები ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებულ, მუდმივ მზრუნველობას უნდა გრძნობდნენ, რასაც დღემდე მოკლებული არიან“ (ვიდეო)

უფლებადამცველი საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენი გიორგი თევზაძემ ; გაავრცელა მიმართვა ხელისუფლებისადმი რომელშიც აღნიშნულია, რომ ვეტერანები ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებულ ზრუნვას იმსახურებენ. საქართველოს უახლოეს ისტორიაში 27 სექტემბერი საქართველოსათვის ტრაგიკული დღეა, განსაკუთრებით ამ დღეს ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ გმირ ქართველ მეომრებს რომლებმაც რუსეთ საქართველოს ომში იბრძოდნენ და თავი შეწირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი საქართველოს რეგიონში აფხაზეთში რუსეთ – საქართველოს ომი დაიწყო 1992 წლის 14 აგვისტოს როდესაც საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს ცეცხლი მოულოდნელად გაუხსნეს რუსეთის სამხედრო შენაერთებმა და ბრძოლები 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. ქართულ შენაერთებს ებრძოდნენ აფხაზი სეპარატისტებთან ერთად ჩრდილო კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციისა და გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთები, საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები იგეგმებოდა რუსეთის სამხედრო გენერალურ შტაბში, საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს და ქართველების წინააღმდეგ გამსაკუთრებით აქტიურობდა ივანე ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი რომელშიც გაერთიანებული იყო ძირითადათ გაგრის, გუთუთის, რაიონებისა და ტყვარჩელის ზონაში მცხოვრები სომეხი მოსახლეობისაგან დაკომპლექტებული ბატალიონი, ეს უახლესი ისტორიის წარსულის პრეისტორია იმიტომ გავიხსენე რომ კიდევ ერთხელ გაუსვი ხაზი თუ როგორი დამსახურებისა და საქართველოსათვის თანგანწირულ პიროვნებებს წარმოადგენენ რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანები რომლებიც ხელისუფლების მხრიდან სათანადო ყურადღება და დაფასება სჭირდება ამიტომაც ვეტერანები ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებულ, მუდმივ მზრუნველობას უნდა გრძნობდნენ . . სამწუხაროდ ამ თვალსაზრისით დღესდღეობით საქართველოში არადამაკმაყოფილებელი ვითარებაა.რასაც  არც ხელისუფლება უარყოფს. ვეტერანთა სოციალურ-ეკონომიკური და სამედიცინო სარეაბილიტაციო პრობლემატიკის შესწავლისას შეგბიძლია მარტივად შევაფასოთ რეალური ვითარება. პრობლემს არა მარტო ის წარმოადგენს, რომ ვეტერანების მიმართ წლების მანძილზე ვითარება მინიმალურ დონეც არ უმჯობესდება, არამედ არანაკლებ დიდი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლებებს არ გააჩნიათ სახელმწიფო პოლიტიკა და ხედვა პრობლემების მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში დასარეგულირებლად. ამის ნათელი მაგალითია მოქმედი კანონი „ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ“, რომლის მოქმედი რედაქცია მიღებულია 1995 წელს და ყველა ცვლილებამ, რაც ამ კანონში იქნა შეტანილი, გამოიწვია ვეტერანთა უფლებები შეზღუდვა და სოციალური პაკეტის მნიშვნელოვანი შემცირება. ამავე დროს ეს კანონი არსებითად აცდენილია დღეს არსებულ ვითარებას და ვეტერანთა რეალურ სოციალურ საჭიროებებს . ვეტერანებში ჩნდება საფუძვლიანი პროტესტი სოციალური სამართლიანობის თვალსაზრისით. მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც ვეტერანები ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფს ქმნის. ვეტერანულ ორგანიზაციებს მუდმივად გვიწევს ბრძოლა შესაბამისი კომპეტენციის მქონე სახელმწიფო ორგანოებთან ვეტერანთა სამართლებრივი და უფლებრივი, ასევე ვეტეანთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით. თუმცა შედეგებისთვის მხოლოდ ჩვენი მცდელობა საკმარისი არ არის. შედეგისთვის აუცილებელია სათანადო პოლიტიკური ნება პრობლემების ეტაპობრივი დარეგულირებს მიზნით. მნიშვნელოვანია ვეტერანთა ომბუდსმენის დაფუძნების ფაქტი, რომელიც მოხდა 2011 წელს უშუალოდ ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით. ამ ორგანიზაციების მიერ ჩატარებული არჩევნების საფუძველზე. ხოლო ამ ინსტიტუტის გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის მიზნით 2012 წელს დაფუძნდა დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენი“. ჩვენი პარტნიორია საქართველოს ვეტერანთა ფედერაცია, რომელიც აერთიანებს ვეტერანთა თემატიკაზე მომუშავე 34 არასამთავროვოს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია. ვეტერანთა ომბუდსმენის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენსა და საქართველოს სახალხო დამცველს შორის 2012 წლის 12 იანვარს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც განახლდა მხარეებს შორის 2015 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ახალი მემორანდუმით. ამ მემორანდუმით განისაზღვრა თანამშრომლობის ახალი მიმართულებები, რაც ვეტერანებს სამართლებრივი დაცვის ახალ შესაძლებლობებს აძლევს. საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენი და მასთან მომქმედი იურისტთა ჯგუფი დღიდან დაფუძნებისა-დღემდე საქმიანობს ყოველგვარი ფინანსური მხარდაჭრისა და ფულადი გრანტის მიღბის გარეშე, ენთუზიაზმით. საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენი გეგმავს საქმიანობას რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით: 1, ვეტერანთა მდგომარეობის რეალური ვითარების სრულფასოვანი და კვალიფიციური ანალიზი; 2. ვეტერანთა იურიდიული განათლების დონის ამაღლება, საკუთარი უფლებების შესახებ; 3. ვეტერანთა პრობლემების იდენტიფიცირება და კლასიფიკაცია, მსგავსი ტიპის პრობლემების და დარღვევების დგამოკვეთის მიზნით; 4. ვეტერანთა განცხადებებზე და საჭიროებებზე ადეკვატური და დროული რეაგირება; 5. საქართველოს სახალხო დამცველთა მჭირდო თანამშრომლობა; 6, ვეტერანთა პრობლემების ეტაპობრივი დარეგულირებსი მიზნით სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობა; ამ პრობლემებიდან ერთადერთი გამოსავალი არსებობს, აუცილებელია ხელისუფლების პოლიტიკური ნება, რათა შემუშავდეს სახელმწიფო პოლიტიკა ვეტერანების შესახებ., რომელიც საზოგადოების ფართო კონსესუსის ფარგლებში იქნება მიღებული და განხორციელებული მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში“ – აღნიშნულია უფლებადამცველისა და საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენის გავრცელებულ მიმართვაში.

Posted by Giorgi Tevzadze on ხუთშაბათი, 27 სექტემბერი, 2018

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი-ირაკლი გოგოლაძე-სოციალური დახმარება „პლიტის“ ჩართვის გამო მოუხსნეს,ის ძიმე მდგომარეობაშია“…(ვიდეო)

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი „ სასწრაფოდ !!! გაავრცელეთ ამ სამარცხვინო ფაქტის შესახებ მთელმა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com