ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / უფლებადამცველი ორგანიზაციების ნაწილი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, შეწყალების კომისიის შემადგენლობაში უფლებადამცველი გიორგი თევზაძის შეყვანის შესახებ

უფლებადამცველი ორგანიზაციების ნაწილი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, შეწყალების კომისიის შემადგენლობაში უფლებადამცველი გიორგი თევზაძის შეყვანის შესახებ

უფლებადამცველი ორგანიზაციების ნაწილი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, შეწყალების კომისიის შემადგენლობაში უფლებადამცველი გიორგი თევზაძის შეყვანის შესახებ
საზოგადოებაში მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა პატიმართა შეწყალების კომისიის წევრთა გადახალისების შესახებ, რომლის შემადგენლობის დაკომპლექტების შემთხვევაში რამდენად მოხვდება კომისიაში საზოგადოებაში მაღალი რეპუტაციის მქონე პირები და უფლებადამცველები, რომლის მიმართ არის საზოგადოების მაღალი ნდობა, რომლის დაკომპლექტება საქართველოს პრეზიდენტის კომპენტეციას წარმოადგენს და  საზოგადოების აქტიობაზეც არის დამოკიდებული.
ამიტომაც უფლებადამცველი ორგანიზაციების ნაწილს გადაწყვეტილი აქვს მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების კომისიის შემადგენლობაში შეყვანილი იქნეს უფლებადამცველი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წევრი ორგანიზაციის – „ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის“ საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე, იურისტი -სამართალმცოდნე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, საქართველოს ვეტერანთა საზოგადოებრივი ომბუდსმენი გიორგი თევზაძე, რომელსაც პატიმართა უფლებების მუშაობის მიმართულებით ათეული წლეების პრაქტიკული გამოცდილება გააჩნია.
აღნიშნულ ინიციატივას საინფორმაციო სააგენტო „გეომედიაპრესი“ სრულიად იზიარებს და უერთდება.რადგანაც თუ არა მედიის წარმომადგენლებმა,  ვინ იცის თითეული პიროვნების თუ ორგანიზაცის გაწეული საქმიანობის შესახებ,  რომლის საზოგადოებამდე მიტანა პერიოდულად გვიწევს. ვიმედოვნებთ, რომ  საქართველოს პრეზიდენტი ყურად იღებს საზოგადოების წარმომადგენელთა პოზიციას და უფლებადამცველი გიორგი თევზაძის თანხმობის შემთხვევაში მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას. სააგენტო „გეომედიაპრესი“

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„საცხოვრებლად ზუგდიდში გადავალ, მაგრამ ჯერ სახლს ვერ ვიყიდი, რადგან ივანიშვილი წაგვართმევს“-სანდრა რულოვსი

 ყოფილი ლედი სანდრა რულოვსი ზუგდიდში იყრის კენჭს, ის ზუგდიდის მერის პოსტის დაკავებას აპირებს: „მე ზუგდიდში ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com