ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / უფლებადამცველი ილია ბარაბაძე-მოძრაობა „მესამე გზამ“  გენპროკურორის თანამდებობაზე გია ბერძენიძე შეარჩია -სახელისუფლებო ვაკუუმი ნელ-ნელა უნდა ჩაანაცვლოს პროფესიონალმა კადრებმა (ვიდეო)

უფლებადამცველი ილია ბარაბაძე-მოძრაობა „მესამე გზამ“  გენპროკურორის თანამდებობაზე გია ბერძენიძე შეარჩია -სახელისუფლებო ვაკუუმი ნელ-ნელა უნდა ჩაანაცვლოს პროფესიონალმა კადრებმა (ვიდეო)

სახალხო მოძრაობა „მესამე გზა“,  ხანმოკლე ტაიმ-აიტის შემდეგ აქტიურ მოღვაწეობას დაუბრუნდა. პარასკევს, 29 ივნისს გამართულ პრეზენტაციაზე კავშირის ხელმძღვანელმა, ილია ბარაბაძემ მედიას კავშირის მიზნები და ამოცანები დეტალურად გააცნო. ილია ბარაბაძის განცხადებით, კავშირი მზად არის ნებისმიერ მოქალაქეს სამართლებრივი და მორალური დახმარება გაუწიოს. რაც შეეხება კავშირის მიზნებს და ამცანებს: 

რაც შეეხება  მიზნებს და ამოცანებს,  ილია ბარაბაძის თქმით, სახალხო მოძრაობა მესამე გზა”, მზადაა დაეხმაროს და თანადგომა გაუწიოს მთავრობას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების სამართლებრივ მართვაში, ქვეყანაში არსებული პრობლემებისა და დარღვევების დროულად მხილებასა და მის აღმოფხვრაში. ასევე უკანონობის და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ქვეყნის სიდუხჭირიდან გამოყვანასა და საქართველოში საერთო სმართლებრივი სივრცის ჩამოყალიბებაში.

 60-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ, ვეტერანებმა და ოპოზიციურმა სპექტრმა და ასევე მოძრაობა „მესამე გზამ“ გენპროკურორის პოსტზე  ვეტერანი, გია ბერძენიძე დაასახელა.

უფლებადამცველი  ილია ბარაბაძე- სახალხო მოძრაობა „ მესამე გზა“-ხალხმა უნდა წარადგინოს ის ადამიანები, რომლებიც ქვეყნის მმართველობაში ჩაერთვებიან.

ჩვენ არ გვინდა, რომ  ქვეყანას მართავდეს ის ადამიანები, რომლებიც საქართველოსთვის იქნება წამგებიანი, მოძრაობა „მესამე გზამ“  შეარჩია  ყველაზე მისაღები კანდიდატურა- ეს გახლავთ  ვეტერანი, არასამთავრობო ორგანიზაცია  „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა მოძრაობის“ ხელმძღვანელი  გია ბერძენიძე გენპროკურორის პოსტზე, რომელსაც მხარს უჭერს 60-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, ოპოზიციური პოლიტიკურიპარტიები და მოსახლება.

გია ბერძენიძე ხალხის  რჩეული კანდიატია, მას ყველა ვეტერანი და არასამთავრობო სექტორი უჭერს მხარს.  სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანა ვერ იმართება, სახელისუფლებო ვაკუუმი ნელ-ნელა უნდა ჩაანაცვლოს პროფესიონალმა კადრებმა.

მივმართავთ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი კანდიდატურა გენპროკურორის პოსტზე გია ბერძენიძე მიიღოს, როგორც ღირსეული კანდიდატი.“(იხ, ვიდეო)

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რიგები და წიოკი 48 მაისურის გამო -სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო მაისური (ვიდეო)

მშიერმუცელა მონებო!სალომეს ტრიკო დაიხურეთ თავზე! Posted by ნაციონალების ფეისკლუბი on ორშაბათი, 22 ოქტომბერი, 2018 Share

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com