ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / უფლებადამცველი ზვიად კვირიკაძე: „ჩემი ოჯახის წევრებს საფრთხე ემუქრებათ, ვითხოვ თავშესაფარს აშშ-ს სახელმწიფოსაგან“ (ვიდეო)

უფლებადამცველი ზვიად კვირიკაძე: „ჩემი ოჯახის წევრებს საფრთხე ემუქრებათ, ვითხოვ თავშესაფარს აშშ-ს სახელმწიფოსაგან“ (ვიდეო)

 არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს  სიკეთის, სიმართლისა და ერთიანობის კავშირი“-ს  თავჯდომარე, უფლებადამცველი ზვიად კვირიკაძე ჯახის წევრებისვის თავშესაფარს ამერიკის სახელმწიფოს სთხოვს. უფლებადამცველი აცხადებს, რომ მისი ოჯახის წევრები პროკურატურისაგან მუდმივ ზეწოლას  განიცდიან, რაც მისი, როგორც  არასამტავრობოს ხელმძღვანელისა და უფლებადამცველის საქმიანობას უკავშირდება. 

„2014 წლიდან ჩვენი არასამთავრობო  ორგანიზაციის საქმიანობას საქართველოს მთავარი პროკურატურა ზღუდავს სრულიად უკანონოდ, ყოფილი  მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძედა ახლანდელი გენპროკურორის  პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე აქტიურად იყვნენ ჩართული ამ ბინძურ და დანაშაულებრივ საქმიანობაში. მათ  ჩემს მიმართ გამოიყენეს ყველა ბერკეტი, თითქოსდა კანონიერი, ამ დროს სრულიად უკანონო.

2016 წლის მაისში შემოიჭრნენ ჩემს ოფისში დაარბიეს, სრულიად უკანონოდ დამაპატიმრეს, თუმცა ეს სასამართლომ ნაწილობრივ გამოასწორა და სამი დღის შემდეგ გამათავისუფლა. ამის შემდეგ კვლავ გააგრძელეს ზეწოლა ჩემზე და  დღემდე ასე გრძელდება, ახლა უკვე ოჯახის წევრებზეც მიმდინარეობს ზეწოლა და დაშინება. მე და ჩემს მეუღლეს ბორენა ქარჩავას ბრალი წაგვიყენეს პოლიციისვის  ცრუ ინფორმაციის მიცემისთვის, იმ საქმეში სადაც რეალურად ჩვენ ვიყავი დაზარალებული.თავდასხმა მოხდა ჩემზე  რესტორან „თიშებში“, ეს საქმე ჩემს წინააღმდეგ შემოატრიალეს და  რესტორნის პერსონალი და უფროსი მოისყიდეს, პროკურატურამ განახორციელა მათზე ზეწოლა მათთვის სასარგებლო ჩვენებების მიღებად.პროკურატურის მიერ საქმის ფალსიფიკაციას  და დაინტერესებას საქმეში ვუდასტურებთ, იმ ფაქტით, რომ რესტორანში მომხდარი  ჩემზე თავდასხმის დღეს არ იქნა ამოღებული ვიდეოჩანაწერი, ერთი თვის შემდეგ   დამონტაჟებული ვიდეოჩანაწერი წარმოადგინეს სასამართლოზე, რის შედეგადაც ჩემი მეუღლის ბორენა ქარჩავას  მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომლის თანახმად მას 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა  ემუქრება, სისხლის სამართლის 370-ე მუხლით.

ანალოგიური  ბრალი წამიყენეს მეც, (ადამიანს,  რომელიც დაზარალებული ვარ ამ საქმეში) ეს გახლავთ ცრუ ინფორმაციის მიწოდება პოლიციისთვის, რაც არის სრული აბსურდი.

როგორც მოგახსენეთ,დაზარალებული ვარ, თავდასხმის შედეგად მივიღესცეულის მრავლობიი დაზიანება და  ტვინის შერყევა. რესტორნის ერთ-ერთმა  დაცვის  თანამშრომელმა აღიარა და თავის თავზე აიღო ბრალი, თითქოსდა მხოლოდ   მან მომაყენა დაზიანებები, რაც აბსურდია და ვერც შეძლებდა….  რომ ერთ ადამიანს მოეყენებინა ჩემთვის მრავლობითი დაზიანებები.

 აღნიშნული უკანონობების შესახებ არაერთხელ მივმართე მაშინდელ გენპროკურორს ირაკლი შოთაძესა და მის მოადგილე მამუკა ვასაძეს  შეხვედრის მოთხოვნით,  თუმცა პასუხი არ მიმიღია, პროკურატურა დღემდე დუმს და ახორციელებს ფარულ კრიმინალურ ქმედებებს ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ.

 ამჟამად ჩემი მეუღლის  ბორენა ქარჩავას მიმარ  ხორციელდება ზეწოლა-ჩემს წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, თუ ის ამას არ გააკეთებს,  მას ემუქრებიან, რომ დააპატიმრებენ და წაართმევენ შვილებს.

 ვინაიდან საქართველოში  ჩემი ოჯახი, მეუღლე, შვილები  საფრთხის ქვეშ არიან, იძულებული ვარ მოვითხოვო   მათთვის თავშესაფარი  აშშ-ის სახელმწიფოსაგან, მე კი  დავრჩები საქართველოში და არსებული უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას გავაგრძელებ. ბრძოლის  ამ გზაზე, პირადად მე ვერ შემაშინებს, ვერც დაპატიმრებისა და ვერც სიკვდილის  საფრთხე“.

როგორც ზვიად  კვირიკაძე აცხადებს, მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს და  ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ისინი  საქართველოში დაუცველი არიან. (დეტალურად იხ. ვიდეო)

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ყინწვისის ე.წ. შეთქმულების“ არარსებული მონაწილის“ შოკისმომგვრელი წერილი: „ელექტროშოკი იყო, რომელიც პულტით იმართებოდა, ელექტროშოკითაც კარგა ხანს მაღრიალეს, მას მერე გული დამიავადმყოფდა, იმდენ ხანს მაწამეს, რომ ელექტროშოკისაგან ხელი დამწვარი მქონდა. მერე ვიღაც ბიჭი ძუას მიჭერდა ყელზე, მგუდავდა, ვინც დენით მაწვალებდა-“პროკურორი მეუბნებოდა, 17 წლის გოგო გყავს და დაფიქრდიო.  …….”სიმწრისაგან რკინის ხელბორკილი გავწყვიტე”… …ამის მერე როგორ უნდა დავინდო ჩემი გამამწარებლები???!!!- “ჩემი მოწოდება იქნება, ბოლომდე ნუ გაამწარებენ ხალხს”-მიხეილ ცილიკიშვილი

  ყინწყვისის ე.წ. შეთქმულების არარსებული მონაწილე, პოლიტპატიმარი  მიხეილ ცილიკიშვილი  ციხეში მისი სასტიკი წამების დეტალებს იხსენებს, ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com