ახალი ამბები
Home / Uncategorized / უფლებადამცველი, ვეტერანთა ომბუდსმენი გიორგი თევზაძე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით -„რუსეთის სამხედრო ბაზებად ქცეული ქართული ტერიტორია ოკუპირებულ სამაჩაბლოში, მცოცავი ოკუპაცია და გატაცებული არაერთი მაცხოვრებელი და „მშვიდობიანობის“ პირობებში უმოწყალოდ მოკლული ქართველები“

უფლებადამცველი, ვეტერანთა ომბუდსმენი გიორგი თევზაძე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით -„რუსეთის სამხედრო ბაზებად ქცეული ქართული ტერიტორია ოკუპირებულ სამაჩაბლოში, მცოცავი ოკუპაცია და გატაცებული არაერთი მაცხოვრებელი და „მშვიდობიანობის“ პირობებში უმოწყალოდ მოკლული ქართველები“

ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, და საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენმა გიორგი თევზაძემ, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია:

„2008 წლის რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული სამხედრო აგრესიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა რა რთულ რეგიონში გვიწევს ქვეყანას ცხოვრება და რა მყიფეა რეგიონში მშვიდობა. ამ რუსულ აგრესიას ისტორია მიუკერძოებლად და სამართლიანად შეაფასებს, თუმცა ამ ომის შედეგს წარმოადგენს დახოცილი ასობით ჩვენი თანამემულე და ათობის ჩვენი გმირი სამხედრო პირი, აგრეთვე ათიათასობით იძულებით გადაადგილებული ოჯახი და განადგურებული მათი ქონება, ოკუპირებული ძირძველი ქართული მიწები და რუსეთის სამხედრო ბაზებად ქცეული ქართული ტერიტორია ოკუპირებულ სამაჩაბლოში, მცოცავი ოკუპაცია და გატაცებული არაერთი მაცხოვრებელი და „მშვიდობიანობის“ პირობებში უმოწყალოდ მოკლული ქართველები, როგორც 21-ე საუკუნის ქართული ლეკიანობის აშკარა მაგალითებია, უამრავი სიყალბე და ცილისწამება, რომელსაც მრავალი წელია ურცხვად კადრულობს რუსული პოლიტიკური ელიტა და რუსული მედია ამ ომთან დაკავშირებით. ომის ამ 13 წლიანი გადმოსახედიდან კიდევ უფრო მძაფრად იგრძნობა ის უყურადღებობა და სათანადო სახელმწიფო სტრატეგიის არარსებობა, რომელსაც სამწუხაროდ ყველა ხელისუფლება ავლენდა და დღესაც ავლენს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარედ მცხოვრები პირების მიმართ და დაუცველობის განცდა, რომელიც ჩამოუყალიბდათ ამ მაცხოვრებლებს. ბუნებრივია, კონკრეტულად ჩამოყალიბებული სახელმწიფო სტრატეგიის გარეშე შეუძლებელია ადგილობრივი მაცხოვრფებლების დაცვა და დეოკუპაციის პროცესი. ხელისუფლების ვალდებულება და პასუხისმგებლობაა აწარმოოს მოქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრებთა დაცვის, საცხოვრებელი პიორბებით სათანადოდ უზრუნველყოფის და ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ასევე შექმნას სათანადო პირობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლების უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიმართულებით. საქართველო რომ 2008 წლის აგვისტოში და შემდგომ პერიოდში რუსული აგრესიის მსხვერპლია, დაადგინა სტრასბურგის ევროსასამართლომ ამ ომთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთი დაადანაშაულა ევროკონვენციის არაეთი მუხლის დარღვევაში, კერძოდ: ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ 21 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე, ასევე პროცედურული თვალსაზრისით მე-2 მუხლის დარღვევაზე, რაც იმას გულისხმობს, რომ მან ვერ უზრუნველყო ეფექტიანი გამოძიება 2008 წლის ომის შემდეგ სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე. საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ სახელმწიფოთაშორის დავაზე მიიღო, ნათქვამია, რომ 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისა და ომის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ განვითარებული მოვლენები რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის ქვეშაა. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან დაირღვა სიცოცხლის, წამების აკრძალვის, და პირადი და ოჯახის დაცულობის უფლებები (კონვენციის მე-2, მე-3 და მე-8 მუხლები); ასევე, კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლი, რომელიც საკუთრების დაცვას ითვალისწინებს. ასევე ერთხმად დაადგინა, რომ კონვენციის პირველი მუხლით გათვალისწინებული თვალსაზრისით, რუსეთი პასუხისმგებელია სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ ცხინვალში 2008 წლის 10-დან 27 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებაზე; დაირღვა მე-3 მუხლი, რომელიც წამების აკრძალვას ითვალისწინებს. საქმე ეხება 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავებას და მათ მიმართ განხორციელებულ არაჰუმანურ და დამამცირებელ მოპყრობას; რუსეთის მხრიდან დაირღვა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას (მე-5 მუხლი); საქმე ეხება 2008 წლის აგვისტოს საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების თვითნებურ დაკავებას. ქართველი სამხედრო ტყვეები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ძალებმა ცხინვალში 2008 წლის 8-დან 17 აგვისტომდე პერიოდში დააკავეს რუსეთის იურისდიული პასუხისმგებლობის ქვეშ იმყოფებოდნენ კონვენციის პირველი მუხლით (სოციცხლის უფლება) გათვალისწინებული უფლების დაცვის თვალსაზრისით, დაირღვა მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა); აქ საქმე ეხება ქართველი ტყვეების წამების შემთხვევებს. რუსეთი პასუხისმგებელია საქართველოს მოქალაქეებისათვის სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დაბრუნების აკრძალვაზე; დაირღვა კონვენციის მე-4 ოქმის მე-2 მუხლი, რომელიც გადაადგილების თავისუფლებას გულისხმობს. რუსეთს დაკისრებული ჰქონდა პროცედურული ვალდებულება მე-2 მუხლით, რომ „სათანადო და ეფექტური გამოძიება“ ეწარმოებინა არა მხოლოდ სამხედრო მოქმედებების დასრულების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, არამედ საომარი მოქმედებების აქტიური ფაზის (8-დან 12 აგვისტომდე) დროს განვითარებულ მოვლენებზეც; რუსეთმა ვერ შეასრულა 38-ე მუხლით აღებული ვალდებულებები, რაც საქმის სათანადო შესწავლას გულისხმობს|“ უდავოა, რომ ქართველ ერს სამაჩაბლო და აფხაზეთი არავისთვის არ დაუთმია ხოლო რაც არ დაგვითმია მას დაკარგულად ვერ ჩავთვლით, ამიტომაც თითეულ ქართველს გვაქვს იმედი და განცდა, რომ აუცილებლად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფრიალდება ქართული დროშა სადაც ყველა ერის წარმომადგენლები მშვიდობიანად განვაგრძობთ თანაცხოვრებას. -აღნიშნულია ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარისა და საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენის გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

სუსიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ფაილებში- სასულიერო პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება- ჩანაწერში ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე ამბობს, რომ მან „ბავშვს აკოცა“

“[02.06.20, 18:16:09] კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპილიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ აცნობა, რომ პეტრე ცაავამ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესთან საუბარში გაიხსენა ...