უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ქართველ ერს და სრულიად საქართველოს ულოცავს დიდგორობის ერონულ დღესასწაულს – GEOMEDIAPRESS.GE
ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ქართველ ერს და სრულიად საქართველოს ულოცავს დიდგორობის ერონულ დღესასწაულს

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ქართველ ერს და სრულიად საქართველოს ულოცავს დიდგორობის ერონულ დღესასწაულს

გიორგი თევზაძე:

 ეროვნულ დღესასწაულს დიდგორობას გილოცავთ ქართველნო!

12 აგვისტო ოფიციალურად უნდა გამოცხადეს ეროვნულ დღესასწაულად და ღირსეულად და პომპეზურად უნდა აღინიშნოს, უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ქართველ ერს და სრულიად საქართველოს ულოცავს დიდგორობის ერონულ დღესასწაულს, და ავრცელებს მიმართვას რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დიდგორობა ყოველი წლის12 აგვისტო ოფიციალურად ეროვნულ დღესასწაულად უნდა გამოაცხადოს და ღირსეულად და პომპეზურად უნდა აღინიშნოს,რამეთუ ეს არის საქართველოს წარსულის შესანიშნავი გმირობის ისტორიის ერთერთი სამაგალითო მაგალითი და ერთერთი ჟამთამსახველი ფურცელი. ქართველობას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი შესანიშნავი გმირული წარსული და ჩვენი ისტორია, როგორც დიდი განმანათლებელი ილია ჭავჭავაძე ბრძანებდა „ ჩვენ არაერთხელ გვითქვამს რომ ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავისას ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა თავისის ყოფილის ცხოვრებისა, დავიწყება ისტორიისა, თავისის წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან – მომასწავლებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წარ

წყმედისაცა. წარსული – მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო – მომავალისა. ეს სამი სხვადასხვა ხანა, სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთზედ გადაბმული. რომ ერთი უმეორეოდ წარმოუდგენელი, გაუგებარი და გამოუცნობია. ამტომაც ბრძენთაგან არის ნათქვამი, რომ აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მერმისისაო. „ეს სამთა ჟამთა ერთმანეთზედ დამოკიდებულება კანონია ისეთივე შეურყეველი და გარდაუვალი, როგორც ყოველივე ბუნებური კანონი, და ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის ქართველობას. უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია და პატივისცემა გამოვხატოთ მის მიმართ, ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ დიდგორის ბრძოლა გაიმართა 1121 წლის 12 აგვისტოს, ბრძოლა ქართველთა ლაშქრის ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. საქართველოს დიდმა მეფემ დავით აღმაშენებელმა ურიცხვ მტერს 70 კილომეტრის მანძილზე სდია. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ 1121 წელს მაჰმუდ მუჰამედის ძემ საქართველოში ლაშქრობა ბრძანა და მან მთავარსარდლობა ნეჯმ-ად-დინ იღლაზის დაავალა, ოღლაზი ცნობილი იყო აღმოსავლეთში რადგანაც მან 1119 წელს მდინარე ორონტის ნაპირთან დაამარცხა ჯვაროსნული ლაშქარი და ამიტომაც შეარქვეს „ნეჯმ-ად-დინი რაც „სარწმუნოების ვარსკვლავს „ნიშნავს რომელსაც ურიცხვი ჯარი ჰყოლია თუმცა ქართველთა ლაშქარი რიცხობრივად მათან შედარებით საკმაოდ მცირე ყოფილა, ბრძოლის წინ ასე მიუმართავს საქართველოს დიდ მეფეს დავით აღმაშნებელს თავის მამაცი გმირი ლაშქრისათვის, მეომარნო ქრისტესანო თუ ღვთის რჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა არამედ თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ.და ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლისათვის კარგი იქნება, ჩვენ ყველამ ხელები ზეცისკენ აღპრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ ამ ხეობის შესასვლელი, რომლითანაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკარით და მტერი როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით და უნდობლად შევუტიოთ. ჩვენი და ჩვენი მომდევნო თაობების ვალია, ჩვენს შემდგომ მომავალ თაობებებს და შთამომავლობას გადავცეთ და გავაცნობიეროდ, რომ პატივი მიაგონ აწყმოსა და იზრუნონ მომავალზე, რომელიც გაჯერებული უნდა იყოს ეროვნული ღირებულებებითა და სამშობლო თავდადების რწმენით და სიყვარულით, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, ჩვენც და მომავალმა თაობებმა, რომ სამშობლოს სიყვარული და ერთგულება კუჭზე და კომფორტზე კი არ გადის არამედ გულზე, და სულიერ შემართებასა და აზროვნებაზე. აღნიშნავს უფლებადამცველი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

პროვოკაცია თრუსოს ხეობაში

ახალი პროვოკაცია და საფრთხეები, რომელსაც საქართველო რუსეთიდან თრუსოს ხეობაში უნდა ელოდოს – დღეს დილას  ყაზბეგის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com