ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / უფლებადამცველის გიორგი თევზაძის ღია წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს ! საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებს !

უფლებადამცველის გიორგი თევზაძის ღია წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს ! საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებს !

უფლებადამცველის გიორგი თევზაძის ღია წერილი

ბატონ ბიძინა ივანიშვილს !

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებს !

რა უნდა გაითვალისწინოს მართველმა პარტიამ და ბიძინა ივანიშვილმა რომ აღიდგინონ მოსახლეობის ნდობაქართველებს ერთი კარგი ანდაზა გვაქვს „გზა მაშინ გამოჩნდება როცა ურემი გადაბრუნდებაო“…, არადა ურემის გადაბრუნებამდე, რომ გზისთვის გაგეხედათ და სწორი სავალი გზა აგერჩიათ გასავლელად რა გიშლიდათ ხელს…, როცა 2012 წელს არჩევნებში მოსახლეობამ უდიდესი მდობითა და იმედით იყო თქვენსკენ განწყობილი… და ამის მერე როცა მოსახლეობის 54%-მეტი ამომრჩეველი ზურგს გაქცევთ უნდა დაფიქრდეთ რატომ მოხდა ასეთი, ?… თუნდაც იმიტომ კი არა, რომ შესაძლებელია ბუნდოვანი გახდა მეორე ტურის დასრულების შედეგი , არამედ იმიტომ, რომ ქართულმა ოცნებამ მოსახლეობასთან მიმართებაში მიდგომა, იდეოლოგია და პოლიტიკა უნდა შეცვალოს სხვა შემთხვევაში შესაძლებელია დიდი ალბათობით მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნება უფრო მძიმე შედეგების მომსწრენი გახდნენ, თუმცა როგორც იტყვიან სჯობს გვიან ვიდრე არასროს, მართველი პარტიას როგორც იქნა 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დამდგარი შედეგმა ჩააფიქრა და ალაპარაკდა მა მიმართ მოსახლეობის მკაფიო გზავნილის მიღებაზე რასაც იმედგაცრუება და უნდობლობა გულისხმობს , რომელსაც ეხლა მხოლოდ ადეკვატური აღთქმა და ოცნების წევრთა თვითდაჯერებულობის ილუზიიდან გამოსვლა სჭირდება, მოსახლეობამ ამ გადაწყვეტილებით საჯაროდ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ნებით თუ უნებლიედ მოსვლისთანავე გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა როდესაც მათ ნაციონალურ მოძრაობასთან კოჰაბიტაცია დაიწყეს და საპარლამენტო უნცირესობად აქციეს და ამით ალბათ იმედოვნებდნენ, რომ არჩევნებში საპარლამენტო ბატალიებში მოსახლეობისათვის ბუას როლს წარმატებით შეასრულებდნენ…. მოსახლეობის მთავარი მესიჯი ახალი ხელისუფლებისადმი იყო სამართლიანობის აღდგენის პროცესი რომელიც ფაქტიურად არ დაწყებულა რომლის დაწყებასაც მოსახლეობა იმედოვნებდა 1992 წლიდან 2012 წლამდე (პუტჩისა მის და მის შემდგომი პერიოდის )მოვლენების შესწავლით, თუმცა იყო ერთეული ფაქტები სამართლიანობის აღდგენისა რისი დაუნახაობაც არ შეიძლება , აგრეთვე მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია იმანაც, რომ ნაციონალების დიდი ნაწილი გადაპორტიდნენ ოცნებაში და ეხლა უკვე გადმოპორტირებული ოცნებისტებად მოევლინენ საზოგადოებას და იქიდან დაუწყეს მოსახლეობის „დამოძღვრა“….. ოცნების მიერ დაშვებული რომელი ერთი შეცდომა გავიხსენოთ თუმცა ოცნების მხარდაჭერები აქტიურად ახსენებენ ხალხს მთელი ექვსი წლის მანილზე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ცხრა წელს რომლის გახსენებისა და შეფასებისათვის მხოლოდ შვიდი ნოემბერის სისხლიანი მოვლენების გახსენებაც კი კმარა, თუმცა მეორეს მხრივ ხალხი დაიღალა ოცნების მოსვლის დღიდან მხოლოდ ცხრა წელზე საუბარმა და „დებატებმა“ საინფორმაციო საშვალებებით ამავდროულად კი სახელმწიფო სტრუქტურებში წამყვან პოზიციაზე კადრები კომპლექტებოდა ყოფილი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებითა თუ წევრებით, ასეთი მიდგომა ცოტა არაადეკვატურ ვითარებას იძლევა და მოსახლეობაში სამართლიანი ნიჰილიზმი დანერგა….. ალბათ ყველაზე ბოლო წვეთი იყო როდესაც ქართულმა ოცნების ლიდერმა საქართველოს პრეზიდენტის კანდიდატად წარადგინა, ადამიანი რომელმაც 2008 წლის ომის დაწყების და მძინარე ცხინვალის დაბომბვა საკუთარ ქვეყანას დააბრალა რაც შემდგომ კარგად გამოიყენა საქართველოს საწინააღმდეგოდ ოკუპანტმა რუსეთის მხარემ ასეთი კანდიდატის შერჩევა რამდენად გამართლებული იყო ისეთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე როგორც საქართველოს პრეზიდენტის პოზიციაა ? მითუმეტეს პოლიტიკოსი რომელსაც საქართველოს პრეზიდენტობაზე აქვს პრეტენზია რომელიც იმას მაინც უნდა აცნობიერებდეს, რომ ქვეყნის პირველი პირზე რაიმეს გადაბრალება იგივე საქართველოს დაბრალებას წარმოადგენს… რაზეც საქართველოსა და მოსახლეობის წინაშე ბოდიში აქვს მოსახდელი, ალბათ ამომრჩეველს დრო უფრო უჩვენებს მართველი პოლიტიკური ძალამ რამდენად ადეკვატურად დაინახა და შეაფასა მოსახლეობის გზავნილი თუ ისევ პოლიტიკოსები თავიანთ ნაჭუში ჩაიკეტებიან მიეცემიან თვით დაიმედებას და ისევ ილუზიებში განაგრძობენ საქმიანობას სანამ არ მოვა ისევ 2020 წელს საარჩევნო პრერიოდი თუ მეორე ტურში მოსახლეობა დაუჭერს მხარს რეალურად მართველი პოლიტიკური ძალის კანდიდატს ეს იქნება მოსახლეობის მხრიდან მართველი პოლიტიკური ძალის მიმართ გაცემული ნდობის გამოცხადება ავანსის სახით…. უდავოა რომ ქართულმა ოცნებამ და მისმა თავმჯდომარემ ხელისუფლებასთან ერთად უნდა გაიცნობიეროს, მოსახლეობის შეხედულებები და სამართლიანი მოთხოვნები, რომ საქართველო პირველყოვლისა ვაზის და ღვიშობლის წილხვედრი ქვეყანაა და საქართველოში რაიმე მარიხუანას თუ სხვა „მსუბუქი“ მარკოტიკის კულტივაცია და მისი სახელმწიფო ექსპორტი როგორი სოლიდური შემოსავლების ალბათობას არ უნდა უშვებდეს საქართველოს ბიუჯეტში დაუშვებელია რაც პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს გენოფონდს და მომავალ ახალგაზრდა თაობებს რასაც საქართველოს მოსახლეობა ამ ფაქტს დადებითად არ შეხვდება რაზედაც საქართველოში სასულიერო პირებმა უკვე დააფიქსირეს მოსახლეობის პოზიცია, მისასალმებელია, რომ ხელისუფლებამ ბოლოს და ბოლოს გაითვალისწინა მოსახლეობის უმრავლესობის სამართლიანი პოზიცია და საქართველოს ბრძენი პატრიარქის რჩევა, და იღებს გადაწყვეტილებას გაიწვიოს მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტი პარლამენტიდან, აამ გადაწყვეტილების მისაღებად ხელისუფლებას დასჭირდა მოსახლეობის მხრიდან არჩევნებში გამოკვეთილი უარყოფითი პოზიციის დაფიქსირება, და მეორე ტურის დანიშვის აუცილებლობა…. ამასთანავე ფართო საზოგადოებისათვის მტკივნეულია როცა ხელისუფლებისაგან იგნორირებული იქნა საზოგადოების წარმომადგენელთა, მეცნიერებისა და მკვლევარების სამართლიანი მოთხოვნა საყდრისთან მიმართებაში, რაც საქართველოს ისტორიაში შავ ლაქად დარჩება საყდრისის განადგურების ფაქტი რაზეც მომავალი თაობები სათანადო სამართლიან შეფასებას მისცემს ნებით თუ უნებლიედ ამ ვანდალური ფაქტის ნებით თუ უნებლიდ ხელშემწყობებს. ასევე მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ საქართველო პირველყოვლისა სახემწიფოა და იგი არასოდეს გახდება არც ბიზნესმენთა ჯგუფის და ვერც ნებისმიერი პოლიტიკური ძალის კუთვნილი „შპს“, და მოსახლეობა ყოველთვის უაპელაციოთ მქუხარე ტაშით არ შეხვდება ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ნებისმიერ მოსაზრებას თუ იგი არ იქნება შესაბამისობაში მოსახლეობის კანონიერი ინტერესებსა და ეროვნულ ღირებულებებთან, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობისათვის პრიოტეტულია საქართველოში იყოს სამართლიანი მართლსაჯულება და ადამიანის ელემენტარული უფლებების უზრუნველყოფა, დაცული და უზრუნველყოფილი იყოს ადვოკატის პროცესუალური უფლებები , მნიშვნელოვანია მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება რომელიც დღეს საკმაოდ მძიმეა და დღეთი-დღე უფრო უარესდება რადგანაც მატულობს ფასები კომუნალურ გადასახადებზე და მცირდება მოსახლეობის სამომხმარებლო კალათა, სახეზეა ლარის ტოტალური ინფლაქცია, არასწორი საბანკო პოლიტიკის განხორციელება მოსახლეობასთან მიმართებაში…, მოსახლეობა დღემდე კითხულობს სად გაქრა 2012 წელს ქართული ოცნების წინა საარჩევნო ის არაერთი „დაპირებები“ რომელიც შემდეგ აუხდენელ ოცნებად დარჩა მოსახლეობას მათშორის დაივიწყეს იაფი სესხის და ხუთი მილიანი ლარი თითო სოფელს ანდა სამუშაო ადგილების შექმნა, საწვავის გაიაფება, რაც დღეს უკვე მწარენარევი ღიმილით თუ ახსენდებათ მოქალაქეებს, ფაქტია, რომ ქვეყანაში მარტო სასტუმროები, საცხოვრებელი კორპუსები შენდება და არა საწარმოები რომელიც შექმნიდა ქვეყნისთვის დოვლათს და მოსახლეობისათვის სამუშაო ადგილებს ამიტომაც ჩვენი თანამოქალაქეები საქართველოს ფარგლებს გარედ გავიდნენ სამუშაოს საძებნად ფაქტია ქვეყანაში პროცენტულად მაღალია დაუსაქმებელი კონტიგენტი რის გამოც მოქალაქეები იძულებულინი არიან უჯახების გამოსაკვებად სამუშაო საქართველოს ფარგლებს გარეთ ეძებოს, ასევე მნიშვნელოვანია და ერთერთ მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფოსათვის ომის ვეტერანებისადმი შესაბამისი ყურადღების მიქცევა და მათზე ზრუნვა ხელისუფლებას ვეტერანები მარტო ცხრა მაისს და ვეტერანთა დღეს არ იმდა ახსენდებოდეს არამედ უნდა განახორციელოს ვეტერანების მიმართ როგორც სოციალური, აგრეთვე ჯამრთელობის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამები და არცერთი ვეტერანი და მათი ოჯახის წევრები არ უნდა ცხოვრობდნენ ღია ცის ქვეშ ფაქტია, რომ სოციალურ სიდუხჭირეშია მოსახლეობის აბსოლური უმრავლესობა მათ შორის ხანდაზმული მოქალაქეები რომელსაც პენსიაზე 20 ლარის დანამატს მხოლოდ რამდენიმე პერიოდის მერე პირდებიან ნუთუ არარის ეს ცინიკური დამოკიდებულება ჩინოვნიკების კოლოსალური ხელფასებისა და დანამატის ფონზე უდავოა, რომ ხელისუფლების მხრიდან რეალური ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდება მოსახლეობას რადგანაც სწორედაც, ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებაა იზრუნოს მოქალაქეებზე და შეიქმნას ყველა სოციალური პირობები რათა ღირსეულად იცხოვრონ თავიანთ ქვეყანაში. ხელისუფლების წყარო არის ხალხი და თავისთავად ამომრჩეველი რომელსაც ყოველთვის სჭირდება ხელისუფლების ყურადღება და თანადგომა არა მარტო წინა საარჩევნოთ არამედ ყოველთვის, პარლამენტის წევრებს და ხელისუფლებას იმიტომ ირჩევს მოსახლეობა, რომ მას ემსახუროს და არა პირიქით მოსახლეობა ემსახუროს ხელისუფლებას და პარლამენტის წევრებს რომლებსაც როგორც ვხედავთ არასოდეს არ ავიწყდება საკუთარი კომფორტის მოწყობა და მაღალი ხელფასებზე ზრუნვა, ერთი რამ უნდა გაიცნობიერონ, მათ რომ პოლიტიკაში მოღვაწეობა ბიზნესი არარის არამედ დიდი პასუხისმგებლობაა ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე,

გიორგი თევზაძე

ადამიანის უფლებების დამცველი,
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი,
საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირების თავმჯდომარე,
ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვივუსი“-ფინანსთა სამინისტრო უარს ამბობს ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვაზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘VIVUS.GE” მთავრობის მიერ მოქალაქეთათვის სასესხო ვალდებულებების ჩამოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დაახლოებით ორი კვირის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com