ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / იუსუფ ავალიანი-ნათელში იყოს ბაბუა, შენი წამებული სული“-1937 წელს ჩემი ბაბუა დახვრიტეს

იუსუფ ავალიანი-ნათელში იყოს ბაბუა, შენი წამებული სული“-1937 წელს ჩემი ბაბუა დახვრიტეს

-დედაჩემი 2 წლის იყო, მისი და -ძმები   კი მოზრდილები, როცა სტალინურმა რეჟიმმა მამა ხელიდან გამოაცალა, ბებიაჩემი  მალევე გარდაიცვალა და  დარჩნენ ობლები.  მას შემდეგ 81 წელი გავიდა.

1937 წელს სტალინური რეპრესიის მსხვერპლნი,  ბათუმში სამეულის მიერ გასამართლებული და    მათივე განაჩენით   დახვრიტეს. განაჩენი 1937 წლის 15 ნოემბერსაა აღლრულებული. დასაფლავების ადგილი დღემდე უცნობი იყო.

  ბაბუაჩემი თავადი იყო, თუმცა იმდროინდელ ხელისუფლებაში  სოფლის საბჭოს თავჯდომარედ მუშაობდა. არ ვიცი,  ვინ დაასმინა თუ რა მოხდა? მიუხედავად იმისა,  რომ უსუბ ავალიანი  ინდროინდელ ხელისუფლებაში იყო,  ბოლშევიკებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. როგორც  თავადი  რეჟიმის  რეპრესიის   მსხვერპლი გახდა. სრულიად უდანაშაულო,   იუსუფ ავალიანი ბათუმში 1937  წელს  სამეულის მიერ იქნა  გასამართლებული  და დახვრეტილი.

ისე გასაიდულოებული იყო ყველაფერი უშიშროების მიერ, რომ არავინ იცოდა, სად დამარხეს დახვრეტილი ადამიანები.

 ამ ადამიანებს საფლავიც  არ ღისებიათ, არც ბაბუაჩემს და  სხვა დანარჩენ  600-მდე ადამიანს,მათ  პირდაპირ  მიწაში ყრიდნენ… რა საშინელი დრო ოყო.. რა განუკითხაობა…

 ბათუმში , ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, გათრების დროს შემთხვევით,აღმოაჩინეს სამარხი, რომელიც სტალინური რეჟიმის დროს დახვრეტილ ადამიანებს ეკუთვნის,მათ შორისაა ბაბუჩემიც, ძნელია გაარჩიო ერთმანეთში არეული ადამიანების ნეშტი და  შეუძლებელია   მათ შორის  ვინაობის დადგენაც.

 უშრშროების სამსახურმა  ამდენი ხნის შემდეგ , დახვრეტილი ადამიანების სია გამოაქვეყნა. 

…ვიცი,  ხელახლა ეტკინება დედაჩემს გული,ობლობა გაახსენდება და გაუხარელი  ბავშვობა…

რას ერჩოდნენ ამ ადამიანებს, რომელებსაც თუნდაც განსხვავებული აზრის გამო,  სიცოცხლეს ასალმებდნენ. თვალითაც არ მინახავს ბაბაუაჩემი, მაგრამ   ამდენი ხნის შემდეგ ყველას მაგივრად ძალიან განიცადე…

                                    ნათელში იყოს ბაბუა, შენი წამებული სული.

თერ ბალაძე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„სამეგრელოში დამატებითი საპოლიციო ძალები იქნება მობილიზებული -მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში“

„მობილიზებული იქნება დამატებითი საპოლიციო ძალები იმისთვის, რომ მკაცრად გაკონტროლდეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com