ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „უპატარძლო ქორწილია“ -სალომე ზურაბიშვილი უშიშროების საბჭოში არ შეიყვანეს

„უპატარძლო ქორწილია“ -სალომე ზურაბიშვილი უშიშროების საბჭოში არ შეიყვანეს

 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  უსაფრთხოების მაკოორდინირებელ საბჭოში  არ შეიყვანეს, ამის მიზეზი ჯერჯერობით არ სახელდება, ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ  თუ მთავარსარდალი ამ საბჭოში არ იქნება ეს უპატარძლო ქორწილს ჰგავს:

„ასეთი ტიპის საბჭოს ძირითადი ფუნქცია არის ფორსმაჟორულ, ანუ კრიზისულ სიტუაციებში პროცესების მართვა. ეს არის პროცესი, როცა ყველა ინსტიტუტმა უნდა დაიწყოს კოორდინირებული მუშაობა ერთად. მსგავსი ტიპის საბჭოში უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა შტო – აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო ხელისუფლება და პრეზიდენტის ინსტიტუტი, მითუმეტეს, რომ ის არის უმაღლესი მთავარსარდალი.

მაგრამ ახლა ყველაფერი მიჩეხ-მოჩეხეს, კანონი დაწერეს უაზრო და ახლა აბრალებენ ამ ყველაფერს კანონს. „უპატარძლო ქორწილი“ უნდათ ეტყობა და იმიტომ ამბობენ უარს პრეზიდენტის მონაწილეობაზე. არ მგონია ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს, ეს არის უფრო უხარისხო დაგეგმარების პრობლემა, თორემ  სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ არა საბჭოში, ამით არც არავის სცხელა და არც არავის სცივა. ზოგადად, ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ინსტიტუტების პატივისცემით კი არ ხდება გადაწყვეტილებების მიღება, არამედ იმის მიხედვით, რომ ეს სალომეა, ის მარგველაშვილი იყო, ის უსუფაშვილი იყო და რაღაცას ცუდად ლაპარაკობს და ა.შ. ამ დონეზე, პიროვნული მოწონება-არმოწონებით ხდება საკანონმდებლო ცვლილებები და ჭრა-კერვა. ეს არის პრობლემა“, – განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.

თეა ბალანჩივაძე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი ლაღიძე: „პანკისში პოლიციამ შეცდომა დაუშვა, მათ მოსახლეობა თავს დაესხა,ისინი კი თავს იცავდნენ- რაც მიუღებელია…პასუხი უნდა აგებინონ ყველა იმათ,ვინც პოლიციელებზე ხელი აღმართა,დააზიანა და დაწვა პოლიციის მანქანა “(video)

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე პანკისში განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com