ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „უნამუსო გუბაზ სანიკიძე, ხან მიშას ემხრობა ხან ბიძინას“ (ვიდეო)

„უნამუსო გუბაზ სანიკიძე, ხან მიშას ემხრობა ხან ბიძინას“ (ვიდეო)

მე დღეიდან ვარ გუბაზ სანიკიძის მტერი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს.

„ვინც ეცდება, ჩვენს ერთობას, ისტორიულ პროცესს მიაყენოს ჩრდილი და მეტიც, შუღლი გააღვივოს, მე ვიქნები პირველი მტერი ამ ადამიანის, მე დღეიდან ვარ გუბაზ სანიკიძის მტერი. გარე მტერი ვერ დაგაკლებს იმას, რასაც გიზამს შიდა.

კვირას აქცია გვაქვს, ვეძახით საზოგადოებას. ზღვა ხალხი ჩამოვა, რომელთაც აქვთ მოლოდინი, რომ ამ ქვეყანაში თავისუფლება გაიმარჯვებს და ახლა ჩვენ დავსხდეთ და ერთმანეთი ვაკრიტიკოთ, რომ არაფერი გამოვა?! ეს წინასწარი განწყობა შევუქმნათ საზოგადოებას, რომ ვართ უსაქმურები, უქნარები?! მე ვარ აბსოლუტურად გააზრებულ ბრძოლაში, მაპატიეთ ამ ემოციებისთვის. ძალიან მძიმე პროცესები გვაქვს წინ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა გვარამია და გუბაზ სანიკიძე მწვავედ დაუპირისპირდნენ.

სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გუბაზ სანიკიძის მხრიდან ოპოზიციის კრიტიკა გახდა. მისი თქმით, ხალხი დაიღალა და ოპოზიციისგან კონკრეტული ქმედებები უნდა.

სიტუაცია კი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც სანიკიძემ მიხეილს სააკაშვილის ჩამოსვლა მოითხოვა.https://mpn.ge/archives/40469

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მიმართვა ევროკავშირს- „მოგიწოდებთ ევროპის და შესაბამისად საქართველოს გადარჩენის მიზნით, აქტიურად ჩაერთოთ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში“-ვაჟა კაკაბაძე

მიმართვა ევროკავშირს „ბიზანტიის იმპერიის დაშლამ, რადიკალურად შეამცირა დასავლეთ სახელმწიფოების გავლენა აღმოსავლეთ სახელმწიფოებზე, იგივე და, შესაძლოა, ...