ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / “უმცირესობებს უფლება აქვთ იარსებონ დევნისა და ძალადობის გარეშე-ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა“

“უმცირესობებს უფლება აქვთ იარსებონ დევნისა და ძალადობის გარეშე-ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა“

“ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია!“უმცირესობებს უფლება აქვთ იარსებონ დევნისა და ძალადობის გარეშე, აქვთ უფლება გამოხატონ პროტესტი კანონით დაშვებული ნებისმიერი ფორმით.

რელიგიური, ეთნიკური, პოლიტიკური თუ სექსუალური ორიენტაციის შესახებ უფლებები დაკავშირებულია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან.

ამ უფლებების რეალიზებას ხელს უშლის ხელისუფლება, ეკლესია და მათ მიერ წახალისებული აგრესიული დაჯგუფებები.ხვალინდელი “ღირსების მარში” ამ უფლებებისათვის ბრძოლის ერთ-ერთი აპრობირებული ფორმაა, ანტიდისკრიმინაციული აქციაა. “ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა და უარი რატომ უნდა ეთქვათ შეკრებაზე”-ეს სამართლებრივად გამართული მსჯელობაა, მაგრამ უკვე არასაკმარისი. სამართლებრივს ღირებულებითი შეფასებაც ემატება ხოლმე, როცა ამბობენ, რომ “ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა”.

ამ უკანასკნელში ნეგატიური ნოტები გამოკრთის-მე შეიძლება არ მომწონდეს, მაგრამ კანონს ხომ უნდა ვცეთ პატივი. უფრო მინიშნებაა იმაზე, რომ არ მოსწონთ. არც პირველი, სამართლებრივად გამართული მსჯელობაა ქვეტექსტებისგან დაცლილი.

ასეთი არგუმენტები კარგია, მაგრამ უკვე მოძველებული. ისე ჟღერს, თითქოს, პატივს სცემენ კონსტიტუციას და არა ადამიანს და მის ღირსებას. გვეკითხებიან პარლამენტის კორიდორებში ჟურნალისტები და დაახლოებით ისეთ პასუხებს ვიძლევით დეპუტატები, როგორც ზემოთ მოვყევი. მთლიანობაში ცუდი არ არის, მაგრამ უკვე გუშინდელი დღეა.სამარცხვინოა “ქართული ოცნების პოზიცია”-“არ უნდა ჩატარდეს არსებულ რეალობათა გათვალისწინებით”.

ასევე სამარცხვინოა საპატრიარქოს პოზიცია, რომელიც ჩვეულ სტილში “კონტრაქციას” აორგანიზებს. გაიზარდა ჩვენი საზოგადოება. მძიმედ, მაგრამ მაინც მივდივართ წინ. უკვე მხოლოდ სამართლის არგუმენტით მიდგომა არ არის სწორი. უნდა მივუდგეთ არა მხოლოდ კონსტიტუციური, არამედ ადამიანური, ზნეობრივი საზომით“- წერს ნაციონალი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ქალს თავი აქვს გაჩეხილი და გაძარცვულია- შანე ბრუკის ცხედარს ძალადობის კვალი აშკარად ეტყობა“

31 წლის ავსტრალიელი ქალის ცხედარს, რომელიც მთაწმინდის ფერდობზე ცოტა ხნის წინ იპოვეს, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ...