„მთლიანად ვეთანხმები, უკომპრომისო ბრძოლა გამარჯვებამდე!“- საქართველოს მესამე პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გრიგოლ ვაშაძის მიერ მიერ გავრცელებულ განმარტებას სრულად ეთანხმება.
„მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;
ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;
სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;
ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო“, – ნათქვამია ვაშაძის განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
